მამუკა გორგოძე "სარაგბო ოსკარით" დააჯილდოვეს

AutoSharing Option
ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკი" საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო გაზეთს წარმოადგენს, რომელიც 1954 წლიდან ყოველწლიურად, "სარაგბო ოსკარით" აჯილდოვებს საფრანგეთის ტოპ 14-ში და მოგვიანებით უკვე "ჰეინეკენის თასის" სეზონის გამორჩეულ მორაგბეს.

ნომინაციაში გამარჯვებული მორაგბე სანახაობრივად და ქარიზმატულად უნდა თამაშობდეს როგორც ტოპ 14-ში, აგრეთვე "ჰეინეკენის თასზე".

26 მარტს "მიდი ოლიმპიკმა", ჯილდოს არსებობის ისტორიაში, "ოსკარით" პირველად დააჯილდოვა ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მორაგბე, "ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი - მამუკა გორგოძე.

"მიდი ოლიმპიკს" მამუკა გორგოძისათვის ადრეც მიუნიჭებია ჯილდო - საფრანგეთში მოთამაშე საუკეთესო ლეგიონერი.

აღსანიშნავია, რომ
მამუკა არა მხოლოდ პირველი ქართველი მორაგბეა, ვისაც "ოსკარი" მიენიჭა, არამედ პირველი ისეთი ნაკრების მორაგბე, რომელიც არ მონაწილეობს 6 ერის თასზე.

ეს პრესტიჟული ჯილდო აგრეთვე მოპოვებული აქვთ ისეთ გამოჩენილ მორაგბეებს, როგორებიც არიან: ფაბიენ გალტიე (როგორც მორაგბეს 2003 წელს, როგორც "მონპელიეს" მწვრთნელს 2011 წელს), მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი და სხვა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინაა ჩაკ ნორისი სადაც გორგოძილაა ?!
ქართველი
19:38 28-03-2013
0
აი მესმის წარმატება სპორტში
sopo
18:39 28-03-2013
0

სიახლეები პოპულარული