მე-7 ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდები B და C ჯგუფებს ლიდერობენ. A ჯგუფში კი პარიზული "მასი" ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიას და არჩილ
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ესაკიამ შეცვალა, კობაური განაცხადში არ იყო. არ უთამაშია ლოსაბერიძესაც.
ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა" შინ მოუგო ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონს" - 12:9. კოპალიანმა სრულად ითამაშა, ყუფარაძე 62-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო.
ირაკლი მაჩხანელის, შოთა მელიქიძისა და ბესო უდესიანის "მაკონმა" შინ დაამარცხა "ნევერი" - 30:23. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, მელიქიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, უდესიანს არ უთამაშია. "მაკონი", "ორლეანი", "დიჟონი" და "მონლუსონი" სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში მეზობლები არიან.
ერთ-ერთი აუტსაიდერია დიმიტრი ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზი", რომელმაც მე-7 ტურში შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ბობინისთან" - 3:26. ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
თენგიზ გელანტიას "სტრასბურმა" შინ მოუგო აუტსაიდერ "სურესნეს" -17:9 და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. გელანტია განაცხადში არ იყო.
A ჯგუფი
სტრასბური-სურესნე 17:9, მასი-დიჟონი 18:12, ორლეანი-მონლუსონი 12:9, სერჟ პონტუაზი-ბობინი 3:26, მაკონი-ნევერი 30:23, ანესი-ბურგ ან ბრესი 3:18
სატურნირო მდგომარეობა
1. ბობინი - 27 ქულა, 2. მასი - 26, 3. ნევერი - 24, 4. მონლუსონი - 23, 5. ორლეანი - 21, 6. დიჟონი - 20, 7. მაკონი - 17, 8. ბურგ ან ბრესი - 15, 9. სტრასბური - 9, 10. ანესი - 9, 11. სერჟ პონტუაზი - 6, 12. სურესნე - 2.
B ჯგუფში ლიდერი შეიცვალა. ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური გიორგი ნემსაძის "მონტობანს" დაუთმო.
ლანგედოკელებმა სტუმრად წააგეს მეორეადგილოსან "ბლანიაკთან" - 6:14. მალაღურაძესა და მჭედლიშვილს არ უთამაშიათ. "ბეზიეს" წაფორხილებით "მწვანეებმა" ისარგებლეს და შინ "რომანს" მოუგეს - 20:15. ნემსაძემ სრულად ითამაშა.
დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენამ" შინ დაამარცხა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინი" - 32:19. ლაბაძემ სრულად ითამაშა, ბასილაია 56-ე წუთზე შეცვალეს, ბელქანია მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, მაღალდაძეს არ უთამაშია.
ირაკლი გიორგაძის "ლავორმა" შინ " 22:9 მოუგო გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. გიორგაძეს არ უთამაშია.
დავით კაჭარავას "ნიცამ" კი სტუმრად დაამარცხა "ვალანსი" - 16:22 და ახლა 19 ქულით მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვთ "ბეზიეს", "ლავორსა" და "ობენას". ისინი ლიდერ "მონტობანს" ორი ქულით ჩამორჩებიან. . კაჭარავამ სრულად ითამაშა.
B ჯგუფი
ბლანიაკი-ბეზიე 14:6, მონტობანი-რომანი 20:15, ობენა-ლა სეინი 32:19, გრასი-გროლე 23:33, ლავორი-შატორენარი 22:9, ვალანსი-ნიცა 16:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 21 ქულა, 2. ბლანიაკი - 20, 3. ბეზიე - 19, 4. ობენა - 19, 5. ნიცა - 19, 6. ლავორი - 19, 7. შატორენარი - 16, 8. ლა სეინი -14, 9. რომანი - 14, 10. ვალანსი - 12, 11. გროლე - 10, 12. გრასი - 8.
C ჯგუფში, როგორც უკვე ვთქვით, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგო" ლიდერობს. მე-7 ტურში ჩვენებურთა გუნდმა შინ დიდი ანგარიშით - 46:6 დაამარცხა "ლანჟონი". ზიბზიბაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 74-ე წუთზე ლელო გაიტანა, სრულად ითამაშა დადუნაშვილმაც, მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე ნინიძემ შეცვალა.
"პერიგოს" ახლა 30 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს მეორეადილოსან "ლიმოჟს", რომელმაც სტუმრად დაამარცხა შოთა საყვარელიძისა და ირაკლი გუნდიშვილის "ნიორი" - 46:17. საყვარელიძემ სრულად ითამაშა და არბიტრმა 61-ე წუთზე გაასინბინა. გუნდიშვილი განაცხადში არ იყო.
ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ იოლად სძლია "ტურს" - 32:6 დ ახლა 19 ქულით მე-5 ადგილზეა. მაისურაძემ სრულად ითამაშა.
გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ დამარცხა "რიბერაკი" - 32:26. ქართველი შერკინების ბურჯი 63-ე წუთზე შეცვალეს.
C ჯგუფი
პერიგო-ლანჟონი 46:6, სენ ჟუნიენი-რიბერაკი 32:26, მარმანდი-პაი დუ მედოკი - 10:5, სენ ნაზერი-ტური 32:6, სენ მედარი-ვანი 19:12, ნიორი-ლიმოჟი 17:46.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 30 ქულა, 2. ლიმოჟი - 27, 3. მარმანდი - 25, 4. ვანი - 24, 5. სენ ნაზერი - 19, 6. სენ მედარი - 19, 7. ლანჟონი - 17, 8. რიბერაკი - 14, 9. სენ ჟუნიენი - 11, 10. ნიორი - 7, 11. პაი დუ მედოკი - 5, 12. ტური - 4.
D ჯგუფში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, რეზო გიგაურის, დავით ბალანჩივაძისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა". ჩვენებურთა გუნდმა შინ უმძიმეს ბრძოლაში "სენ ჟან დე ლუზს" მოუგო - 29:26. ყველა, 29 ქულა ქართველი მორაგბეების ანგარიშზეა. ურჯუკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, როგორც უკვე ვთქვით, ორი ლელო გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა გარემარბმა უკვე ხუთი ლელო გაიტანა.
სრულად ითამაშა "ფიჟაკის" ლიდერმა და შეტევების სულისჩამდგემლმა კვირკაშვილმაც. "მეკომ" გუნდს 19 ქულა მოუტანა.
ბალანჩივაძე, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს, არბიტრმა მე-11 წუთზე სინბინში გაუშვა, გიგაური ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა სრულად ითამაშა.
ზედიზედ მეხუთედ მოიგო დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმაც". ჩვენებურთა გუნდმა ამჯერად შინ მოუგო "ლურდს" - 20:16. ბოლღაშვილს და ნიკოლაენკოს არ უთამაშიათ.
კვლავ დამარცხდა კარლენ ასეიშვილის "ორტეზი", ამჯერად შინ "კაორთან" -19:25. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს.
D ჯგუფი
ლილი-ლურდი 20:16, ფიჟაკი-სენ ჟან დე ლუზი 29:26, მოლეონი-ოლორონი 11:9, ლანამეზანი-მორლაა 43:9, ორტეზი-კაორი 19:25, ტიროსი-კასტანე 15:9
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 29 ქულა, 2. კასტანე - 25, 3. ლანამეზანი - 21, 4. ლურდი - 20, 5. ლილი - 20, 6. ფიჟაკი - 17, 7. ოლორონი - 16, 8. სენ ჟან დე ლუზი - 16, 9. მოლეონი - 16, 10. კაორი - 13, 11. ტურნეფოი - 13, 12. მორლაა - 11, 13. ორტეზი - 8.