ფოტოზე: მარჯვნივ დავით კაჭარავა
რუსული რაგბის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს მოსკოვში, "სლავას" სტადიონზე "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც რუსეთის ნაკრები ("დათვები") ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერთა ნაკრებს დაუპირისპირდება ("ბარბაროსებს").
"ბარბაროსთა" რიგებში ერთბაშად 5 ქართველი მორაგბეა გამოძახებული: ირაკლი კვანტიძე, ზურაბ ერისთავი, პავლე კვერნაძე (ყველა - სპარტაკი), რატი ურუშაძე და დავით კაჭარავა (ორივე - ენისეი).
სამწვრთნელო შტაბში დარენ მორისსა და ალექსანდრ პერიუხინთან ერთად იქნება მამუკა ლოსაბერიძეც.
რუსეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს ქართული წარმოშობის მორაგბე გრიგოლ ცნობილაძე.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:30 13-09-2013
რუსულ "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბეებიც გამოიძახეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაეფინეთ ფულიზა მტერს თქვენი შუბა დავხიე ქართველები ვართო რომ იძახით,მაგათ მოდგმამ ბიჭები ჩაგვიხოცა,არა იმ ადგილით რომ ფიქრობენ ბევრი აქც და იქაც და ყველგან
0
0
კვერნაძე ბარბაროსებში რატომაა? ისიც ხომ რუსეთის ნაკრების წევრია???????/
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული