![](https://sportall.ge/pictures/image5/513b9b599818f0538445a2d758376d00.jpg)
რუსული რაგბის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს მოსკოვში, "სლავას" სტადიონზე "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც რუსეთის ნაკრები ("დათვები") ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერთა ნაკრებს დაუპირისპირდება ("ბარბაროსებს").
"ბარბაროსთა" რიგებში ერთბაშად 5 ქართველი მორაგბეა გამოძახებული: ირაკლი კვანტიძე, ზურაბ ერისთავი, პავლე კვერნაძე (ყველა - სპარტაკი), რატი ურუშაძე და დავით კაჭარავა (ორივე - ენისეი).
სამწვრთნელო შტაბში დარენ მორისსა და ალექსანდრ პერიუხინთან ერთად იქნება მამუკა ლოსაბერიძეც.
რუსეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს ქართული წარმოშობის მორაგბე გრიგოლ ცნობილაძე.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"