ისევ ურჯუკაშვილის შესახებ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე და ფედერალ 1 დივიზიონებში მორიგი ტურის შეხევდრები გაიმართა. ელიტაში პლეი ოფში მოხვედრისთვის ორი "ქართული გუნდი", "ლიონი" და "გრენობლი" იბრძვის. ფედერალ 1 დივიზიონში კი ამის შანსი ქართველ მორაგებთა ერთბაშად ცხრა გუნდს აქვს.

მეორე დივიზიონში მე-12 ტურის შეხვერების შემდეგ გურამ კავთიძის "ლიონი" 38 ქულით მეორე ადგილზეა და დაწინაურებულ "ალბის" 5 ქულით ჩამორჩება. ლიონელებმა შინ მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" იოლად დაამარცხეს - 39:13. კავთიძე მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, მაგრაქველიძე და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი მენაბდიშვილის
"გრენობლმა" შინ აუტსაიდერი "სენტ ეტიენი" გაანადგურა - 43:6 და 33 ქულით მეხუთე ადგილზეა. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. II დივიზიონი
XII ტური
ოში-ნარბონი 12:6, ექსი-კარკასონი 24:17, ლიონი-ტარბი 39:13, გრენობლი-სენტ ეტიენი 43:6, ოიონაქსი-კოლომიე 12:12, ალბი-ორიაკი 26:16, ბორდო-მონ დე მარსანი 20:13, დაქსი-პო 9:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 43 ქულა, 2. ლიონი - 38, 3. ორიაკი - 35, 4. ბორდო - 34, 5. გრენობლი - 33, 6. კარკასონი - 32, 7. პო - 29, 8. ოიონაქსი -28, 9. ტარბი - 28, 10. მონ დე მარსანი - 28, 11. ნარბონი - 27, 12. ოში - 24, 13. კოლომიე - 22, 14. ექსი - 21, 15. დაქსი - 17, 16. სენტ ეტიენი - 10.


* * *
ფედერალ 1 დივიზიონში, როგორც უკვე ვთქვით, პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ქართველ მორაგბეთა ცხრა გუნდს აქვს. ოთხიდან ორ ჯგუფში კი სულაც გათამაშების ლიდერები არიან.

A ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, ალექსანდრე ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბობინის" ქულით ჩამორჩება. პარიზელებმა მეცხრე ტურში შინ მოუგეს "ბურგ ან ბრესს" - 28:9. აშვეთიამ სრულად ითამაშა. ესაკია და კობაური განაცხადში არ იყვნენ, სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებში გაისარჯა.

"მასის" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონი". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად მშრალი ანგარიშით 37:0 აუსტაიდერ "სურესნეს" მოუგო. დადუნაშვილი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. ყუფარაძეს არ უთამაშია.

"მონლუსონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილის მეოთხე საფეხურზე იმყოფება დავით ლოსაბერიძის "დიჟონი", რომელმაც სტუმრად მძიმე ბრძოლაში შეძლო თენგიზ გელანტიას "სტრასბურის" დამარცხება - 18:12. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ავთანდილ კოპალიანის "ორლეანის" შეხვედრა შინ ნევერთან უამინდობის გამო გადაიდო. ამავე მიზეზით არ გაიმართა ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონის" მატჩი დიმიტრი ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზთან".

A ჯგუფი
მასი-ბურგ ან ბრესი 28:9, სურესნე-მონლუსონი 0:37, სტრასბური-დიჟონი 12:18, ანესი-ბობინი 6:15, ორლეანი-ნევერი (გადაიდო), მაკონი-სერჟ პონტუაზი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბობინი - 36 ქულა, 2. მასი - 35, 3. მონლუსონი - 33, 4. დიჟონი - 29, 5. ნევერი - 25, 6. ორლეანი - 21, 7. ბურგ ან ბრესი - 19, 8. მაკონი - 18, 9. ანესი - 13, 10. სტრასბური - 10, 11. სერჟ პონტუაზი - 7, 12. სურესნე - 2.


B ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უჭირავთ. 28 ქულით ლიდერი ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიეა". ლანგედოკელებმა სტუმრად 35:18 მოუგეს აუტსაიდერს, ოთარ ელოშვილის "გრასს". მჭედლიშვილის განაცხადში არ იყო, ელოშვილმა სრულად ითამაშა, მალაღურაძე საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

"ბეზიეს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა გიორგი ნემსაძის "მონტობანი", რომელმაც შინ უმძიმეს ბრძოლაში მოუგო მესამეადგილოსან ირაკლი გიორგაძის "ლავორს" - 9:6. ნემსაძე და გიორგაძე ეროვნულ ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი. გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა", რომელიც 21 ქულით მეხუთე ადგილზეა სტუმრად დამარცხდა "ვალანსთან" - 16:19. კუთარაშვილმა სრულად ითამაშა.

ნიკოლოზ გიორგაძის "გროლემ" შინ დამარცხა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინი" - 15:12. გიორგაძემ სრულად ითამაშა, ბელქანია თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ლაბაძე ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის საშინაო შეხვედრა "რომანთან" უამინდობის გამო გადაიდო. დავით კაჭარავას "ნიცამ" ამავე მიზეზის გამო ვერ ითამაშა სტუმრად "ბლანიაკთან".

B ჯგუფი
გრასი-ბეზიე 18:35, გროლე-ლა სეინი 15:12, მონტობანი-ლავორი 9:6, ვალანსი-შატორენარი 19:16, ობენა-რომანი (გადაიდო), ბლანიაკი-ნიცა (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 28 ქულა, 2. მონტობანი - 26, 3. ლავორი - 25, 4. ნიცა - 23, 5. შატორენარი - 21, 6. ბლანიაკი - 20, 7. რომანი - 19, 8. ლა სეინი - 19, 9. ობენა - 19, 10. ვალანსი - 16, 11. გროლე - 15, 12. გრასი - 8.


C ჯგუფში ლიდერობას განაგრძობს თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგო". ჩვენებურთა გუნდმა მეცხრე ტურში სტუმრად მოუგო "სენ მედარს"- 13:6. ნინიძე და დადუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 50-ე წუთზე შეცვალეს. ნინიძის ნაცვლად თამაშში მარგველაშვილი ჩაერთო, ზიბზიბაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

შოთა საყვარელიძისა და ირაკლი გუნდიშვილის "ნიორმა" შინ წააგო "ლანჟონისთან" - 23;26. საყვარელიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, გუნდიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ დაამარცხა "პაი დუ მედოკი" - 22:9. ნცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ასევე შინ მოიგო ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმაც". ჩვენებურის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ ორი ქულის სხვაობით შეძლო "ვანის" დამარცხება - 10:8. მაისურაძემ სრულად ითამაშა.

C ჯგუფი
სენ ჟუნიენი-პაი დუ მედოკი 22:9, რიბერაკი-ტური 29:21, მარმანდი-ლიმოჟი 13:17, სენ ნაზერი-ვანი 10:8, სენ მედარი-პერიგო 6:13, ნიორი-ლანჟონი 23:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 38 ქულა, 2. ლიმოჟი - 36, 3. ვანი - 29, 4. მარმანდი - 27, 5. ლანჟონი - 25, 6. სენ ნაზერი - 23, 7. სენ ჟუნიენი - 20, 8. სენ მედარი - 20, 9. რიბერაკი - 18, 10. პაი დუ მედოკი - 9, 11. ნიორი - 8, 12. ტური - 4.


D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე უკეთ დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილი" ასპარეზობს. ჩვენებურთა გუნდმა შინ ორი ქულის სხვაობით 24:22 დაამარცხა "ტურნეფოი" და ახლა 29 ქულით მესამე ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ბექა ურჯუკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ფიჟაკი" სტუმრად, მინიმალური სხვაობით 16:17 დამარცხდა "მოლეონთან". ურჯუკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა გუნდს 11 ქულა მოუტანა (ერთი გარდასახვა, სამი საჯარიმო), ბალანჩივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, გიგაური, კვირიკაშვილი და დათუნაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი.

კარლენ ასეიშვილის "ორტეზმა", რომელიც ბოლო ადგილზეა, ისევ წააგო, ამჯერად შინ "სენ ჟან დე ლუზთან" - 14:15. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და 41-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
ლილი-ტურნეფოი 24:22, კასტანე-ოლორონი 27:16, ორტეზი-სენ ჟან დე ლუზი 14:15, ტიროსი-მორლაა 27:0, მოლეონი-ფიჟაკი 17:16, კაორი-ლურდი 28:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 40 ქულა, 2. კასტანე - 34, 3. ლილი - 29, 4. ლანამეზანი - 28, 5. სენ ჟან დე ლუზი - 25, 6. ოლორონი - 24, 7. ლურდი - 24, 8. მოლეონი - 24, 9. ფიჟაკი - 20, 10. კაორი - 18, 11. ტურნეფოი - 18, 12. მორლაა - 15, 13. ორტეზი - 9.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული