გორგოძე, ბოთა, ვილიამსი, შერიდანი და "ვოლაბები"?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" მომავალი სეზონიდან საგრძნობლად გაძლიერდება. კლუბის მულტიმილიონერ მეპატრონეს მურად ბურჯელალს მტკიცედ აქვს გადწყვეტილი, მართლაც სუპერ გუნდი შექმნას. 

ბურჯელალს ამისკენ ნოემბრის ტესტების ბოლო დღეს გამართულმა საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩმა უბიძგა. "ვოლაბებმა" იმ შეხვედრაში "ლე ბლე" 59:16 გაანადგურეს. ბურჯელალმა გადაწყვიტა "ტულონში" გადაბარგებაზე მოლაპარაკება ავსტრალიელთა ერთბაშად ოთხ მორაგბესთან აწარმოოს. მისი ინტერესის სფეროში მოხვდნენ მეთ გიტო, დრიუ მიტჩელი, ადამ ეშლი-კუპერი და ჯეიმზ ოკონორი. 

"ტულონში" ამიერიდან მხოლოდ უმაღლესი დონის, ფიზიკურად ძლიერ მორაგეებს მოვიწვევთ. აღარ მინდა
ფული იმისთვის ვხარჯო, რომ ევროთასებზე "მანსტერთან" წაგებისას განცდილი სირცხვილი კიდევ ერთხელ ვჭამო" - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგული სპორტული გაზეთ "ეკიპის" ცნობით, თითქმის დამთავრებულია მოლაპარაკება "მონპელიეს" ქართველ მესამეხაზელ მამუკა გორგოძესთან. მის გარდა მომავალი სეზონიდან "ტულონს" შეუერთდება სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი ბაკის ბოთა, ინგლისის ნაკრების შერკინების ბურჯი ენდრიუ შერიდანი, ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი და "ბრივის" უკანახაზელი ალექსის პალისონი. 

როგორც "ეკიპი" იუწყება, მურად ბურჯელალი "ტულონის" ახალწვეულთა საბოლოო სიას იანვრის დასაწყისში გააცხადებს. 

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი სტატიაა მარა სონი ბილი ქენბერიდან არსად არ გადავა... :)
Jamel
04:01 03-12-2010
0

სიახლეები პოპულარული