დიდთოვლობამ ზოგი დაასვენა, ზოგი გააწვალა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონში დიდთოვლობის გამო მე-10 ტურის მატჩების უმრავლესოაბა გადაიდო. A ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გაიმართა. დავით ლოსაბერიძის "დიჟონმა" შინ აუტსაიდერი "სურესნე" გაანადგურა - 58:10. ლოსაბერიძე განაცხადში არ იყო.

"დიჟონს" ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულა დაუგროვდა და ამჟამად სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიას, არჩილ კაობაურისა და შალვა სუთიაშვილის "მასი", რომელსაც მე-10 ტურში სტუმრად უნდა ეთამაშა დიმიტრი ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზთან".

"დიჟონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და
დევი დათუნაშვილის "მონლუსონი". ჩვენებურთა ამ გუნდის მეტოქე სტუმრად გათამაშების ლიდერი "ბობინი" უნდა ყოფილიყო.

დიდთოვლობის გამო არ შედგა ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონის" დაპირისპირება სტუმრად "ანესისთან".

A ჯგუფი
დიჟონი-სურესნე 58:10, ბობინი-მონლუსონი (გადაიდო), ნევერი-სტრასბური (გადაიდო), სერჟ პონტუაზი-მასი (გადაიდო), ბურგ ან ბრესი-ორლეანი, ანესი-მაკონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბობინი - 36 ქულა, 2. მასი - 35, 3. დიჟონი - 34, 4. მონლუსონი - 33, 5. ნევერი - 25, 6. ორლეანი - 21, 7. ბურგ ან ბრესი - 19, 8. მაკონი - 18, 9. ანესი - 13, 10. სტრასბური - 10, 11. სერჟ პონტუაზი - 7, 12. სურესნე - 2.

B ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი გადაიდო. გიორგი ნემსაძის "მონტობანი" სტუმრად ფრეს დასჯერა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვალანსთან" - 20:20 და ლიდერობა დაკარგა. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

სატურნირო ცხრილის სათავეში 33 ქულით ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" მოექცა. ლანგედოკელებმა შინ იოლად მოუგეს ნიკოლოზ გიორგაძის "გროლეს" - 30:9. გიორგაძემ სრულად ითამაშა, მალაღურაძე და მჭედლიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ბეზიეს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ირაკლი გიორგაძის "ლავორი", რომელმაც შინ გაჭირვებით მოუგო "ბლანიაკს" - 18:15. ირაკლის არ უთამაშია.

გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 14:13 დაამარცხა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინი". კუთარაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბელქანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ლაბაძე განაცხადში არ იყო.

დავით კაჭარავას "ნიცამ", რომელიც 27 ქულით მეოთხე ადგილზეა, შინ მოუგო დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენას" - 32:17. ბასილაია 47-ე წუთზე შეცვალეს, კაჭარავა თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, მაღალდაძეს არ უთამაშია.

B ჯგუფი
ბეზიე-გროლე 30:9, რომანი-გრასი (გადაიდო), ნიცა-ობენა 32:17, შატორენარი-ლა სეინი 14:13, ლავორი-ბლანიაკი 18:15, ვალანსი-მონტობანი 20:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 33 ქულა, 2. ლავორი - 29, 3. მონტობანი - 28, 4. ნიცა - 27, 5. შატორენარი - 25, 6. ბლანიაკი - 21, 7. ლა სეინი - 20, 8. რომანი - 19, 9. ობენა - 19, 10. ვალანსი - 18, 11. გროლე - 15, 12. გრასი - 8.

ჩ ჯგუფში ლიდერობას კვლავ თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო" განაგრძობს. ჩვენენბურთა გუნდმა მე-10 ტურში "მარმანდი" დაამარცხა - 30:6. ნინიძემ და ზიბზიბაძემ სრულად ითამაშეს, დადუნაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლიმოჟთან" - 6:50. მაისურაძემ სრულად ითამაშა.
ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის "ნიორის" საშინაო შეხვედრა "სენ მედართან" უამინდობის გამო გადაიდო. არ უთამაშია სტუმრად "ვანთან" გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენსაც".

C ჯგუფი
ლიმოჟი-სენ ნაზერი 50:6, პერიგო-მარმანდი 30:6, ლანჟონი-ტური 23:3, პაი დუ მედოკი-რიბერაკი 20:6, ვანი-სენ ჟუნიენი (გადაიდო), ნიორი-სენ მედარი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 43 ქულა, 2. ლომოჟი - 41, 3. ლანჟონი - 30, 4. ვანი - 29, 5. მარმანდი - 27, 6. სენ ნაზერი - 23, 7. სენ ჟუნიენი - 20, 8. სენ მედარი - 20, 9. რიბერაკი - 18, 10. პაი დე მედოკი - 13, 11. ნიორი - 8, 12. ტური - 4.

D ჯგუფში მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი, დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილი" იბრძვის. ლილელებმა მე-10 ტურში სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს მერაბ კვირიკაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, დავით ბალანჩივაძისა და რეზო გიგაურის "ფიჟაკთან" - 32:15.

კვირიკაშვილმა ფულ ბეკის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ურჯუკაშვილმა, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე იყო სარბიელზე გუნდს 15 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმო), დათუნაშვილი და ბალანჩივაძე მეორე ტაიმის მიწურულს შეცვალეს, გიგაური, ბოლღაშვილი და ნიკოლაენკო განაცხადში არ იყვნენ.

კარლენ ასეიშვილის "ორტეზმა" სტუმრად მოუგო "ტურნეფოის" 27:19. ასეიშვილმა სრულად ითამაშა.

D ჯგუფი
ლანამეზანი-მოლეონი 35:19, ფიჟაკი-ლილი 15:32, ტურნეფოი-ორტეზი 19;27, სენ ჟან დე ლუზი-ტიროსი 3;17, მორლაა-კასტანე 19:13, ოლორონი-კაორი 40:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 44 ქულა, 2. კასტანე - 35, 3. ლილი - 34, 4. ლანამეზანი - 33, 5. ოლორონი - 29, 6. სენ ჟან დე ლუზი - 25, 7. ლურდი - 24, 8. მოლეონი - 24, 9. ფიჟაკი - 20, 10. მორლაა - 19, 11. კაორი - 18, 12. ტურნეფოი - 18, 13. ორტეზი - 13.

ფედრალ 2 დივიზიონის D ჯგუფში წარმატებით ასპარეზობს ილია ზედგინიძის "სენ რაფაელი", რომელმაც ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება შეძლო. ჩვენებიურის გუნდმა მე-10 ტურში "ვინაის" მოუგო მშრალი ანგარიშით - 17:0. "სენ რაფაელს" ახლა 29 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაშია მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდო", რომელმაც ცხრა თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. "გურდომ" მეათე ტურის მატჩში სტუმრად წააგო "რისკლისთან" - 13:19.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული