"მოედანზე მათმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, დიდი ხმაური გამოიწვიოს. თავიანთი გუნდების ლიდერები, სამხრეთაფრიკელი "ფლეიბოი" და ქართველი "მონსტრი", მოწინააღმდეგეს თავზარს სცემენ.
მათ შორის განსხვავება იმთავითვე თვალშისაცემია. ჯო ფან ნიკერკი თუთიყუშივით ენაწყლიანი ადამიანია, რომელიც მატჩის შემდეგ ხალისით
ორივენი გუნდის უდავო ლიდერები არიან, ქართველი თავისი თამაშით და სამხრეთაფრიკელი კი თავისი გავლენით. მას შემდეგ რაც "მონპელიეს" სათავეში ფაბიენ გალტიე და ერიკ ბეშუ მოვიდნენ, გორგოძე, როგორც ნიჭიერი მორაგბე, ახალი კუთხით წარმოჩინდა. თავიდან ის ფიზიკურ ორთაბრძოლებზე ორიენტირებული მოთამაშე იყო, რის გამოც მწვრთნელებმა მეორე ხაზში მიუჩინეს ადგილი. წლეულს კი, ახალმა მწვრთნელებმა, "კავკასიის კოლოსი" მესამე ხაზში მოკლე ფრთის ფლანკერად გადაიყვანეს.
"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ფეთქებადობისა და დაცვის პირველი ეშელონის გარღვევის უნარის წყალობით, გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია მესამე ხაზში, აქ უფრო საშიში იქნებოდა მოწინააღმდეგისთვის" - აღიარა ერიკ ბეშუმ. იმის გამო, რომ ნაკლებად უხდება შერკინებაში მიწოლა, ფეხებში ნაკლები რძის მჟავა უგროვდება და მისი თამაში უფრო აქტიური და ნაყოფიერი ხდება.
მარტივად რომ ვთქვათ, გალტიესა და ბეშუს ინტუიციამ გაამართლა. გორგოძე განუწყვეტლივ გადასცემს თანაგუნდელებს გამარჯვების დაუოკებელ წყურვილს. ძალა და სისწრაფე მას საშუალებას აძლევს, დღესდღეობით "მონპელიეს" წამყვანი მოთამაშე იყოს.
მას აქვს უნარი კონტაქტისას ფეხზე დარჩეს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის დაცვის პირველი ეშელონი, რაც თანაგუნდლებს საშუალებას აძლევს, შეიჭრან წარმოქმნილ თავისუფალ სივრცეში და მეტოქის დაცვის ზურგს უკან ითამაშონ.
"მამუკა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა. მან კარგად გაიაზრა, როგორ მართოს თავისი არაადამიანური ძალა და მაქსიმალურად მოახმაროს თამაშს. ფლანკერად თამაშმა მის ახალ მიღწევებს მისცა დასაბამი. მოგვიანებით გორგოძეს შეუძლია რვა ნომრის პოზიციაზე მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ, მისი ფიზიკური ძალის, დაცვაში და შეტევისას თამაშის ბრწყინვალე ცოდნის წყალობით, ეს ის პოზიცია იქნება, რომელიც მამუკას ყველაზე მეტად შეეფერება" - თქვა ბეშუმ.
8 ნომრის პოზიციაზე აქამდე ჩატარებული რამდენიმე თამაში ნამდვილად იმედის მომცემი იყო. ამასთან, წინა სეზონთან შედარებით, გორგოძე გაცილებით გაწონასწორებული გახდა, ნაკლებ ყვითელ ბარათებს იღებს (ამ სეზონში სულ 2 ყვითელი ბარათი მიიღო), მაგრამ ჩხუბისთავის რეპუტაცია ჯერ კიდევ თან სდევს. ახლახან, ბურგუენელ ალექს ტულუსთან კუნთების დემონსტრირება მას 20-დღიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, რამაც საშუალება არ მისცა საქართველოს ნაკრებში ეთამაშა ნოემბრის ტესტებზე.
დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ ის მოედანზე "ტულონთან" მატჩში დაბრუნდება. ამ თამაშს განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს, რადგან გორგოძემ უკვე მისცა თანხმობა ტულონელთა მულტიმილიონერ პრეზიდენ მურად ბურჯელალს, რომ მომავალი სეზონიდან "ტულონის" კვართს მოირგებს.
P.S.
მიუხედავდ იმისა, რომ "მონპელიემ" სტუმრად "ტულონთან" წააგო 13:29, მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.