დღესდღეობით, ყველაზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" აქვს.
ჩვენებურთა გუნდმა მე-16 ტურში საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა 12:12.
თამაში დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი დაცვაში თითქმის უშეცდომოდ ირჯებოდა. საბოლოოდ "მონპელიეს" გარემარბმა მარტინ ბუსტოს მოიანომ და "პერპინიანის" ფულბეკმა ჟერომ პორიკალმა ოთხ-ოთხი საჯარიმო
გორგოძემ და ჟღენტმა სრულად ითამაშეს, შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ძალზედ საინტერესო გამოდგა ერთ-ერთი აუტსაიდერის, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივის" დაპირისპირება საფრანგეთის ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან". ბრიველებმა მეტოქის შერკინების დაჩაგვრა შეძლეს და 29:22 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 43-ე წუთისთვის 23:3-ს იგებდნენ. "ვულკანების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა სამი ცვლილება განახორციელა. მან მოედანი დაატოვებინა პირველხაზელებს, მარიო ლედესმას და ლონელ ფორის, ცხრა ნომერი კევინ სენიო კი მორგან პარამ შეცვალა. ამ უკანასკნელმა საგრძნობლად გამოაცოცხლა კლერმონელთა თამაში და 67-ე წუთისთვის ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირება შეძლეს 26:22.
"ბრივს" მატჩი ვასილ კაკოვინის აქტიურმა თამაშმა მოაგებინა, რომელიც შეხვედრაში 61-ე წუთზე ხინჩაგიშვილის ნაცვლად ჩაერთო. მასთან ერთად შეცვალეს ზირაქაშვილიც.
კაკოვინმა რაკში და შერკინებაში თამაშისას მეტოქე სამჯერ აიძულა წესი დაერღვია. ბრიველებმა ამ სამი საჯარიმოდან ორი გამოიყენეს და მრისხანე მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
"ბრივს" 26 ქულა დაუგროვდა და ახლა მე-12 ადგილზეა. დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან ასევე "ლა როშელი" და ბექა შეყლაშვილის "აჟენი".
ბოლოადგილოსანი "ბურგუენი" კი, ფაქტობრივად, უკვე გავარდნილია. ბურგუენელებს, ყველაფერთან ერთად, ფინანსური სიძნელეებიც შეექმნათ და საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის საშეჯიბრო კომიტეტემა ხუთი ქულა ჩამოაჭრა.
"აჟენს" 24 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა. შეყლაშვილმა და კომპანიამ მე-16 ტურში სტუმრად "ბიარიცთან" დიდი ანგარიშით წააგო -22:65. ბასკებმა სტუმრებს ათი ლელო გაუტანეს. აქედან სამ-სამი ვენსელას ლორენისა და ბენუა ოუგუსტის ანგარიშზეა. ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა 6 გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.
შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად წააგო "ბაიონთან" - 22:25. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მე-20 წუთისთვის 12:0-ს იგებდნენ. თუმცა კასტრელებმა შეძლეს ძალების მობილიზება და თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 22:18-ს იგებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. "ბაიონს" გამარჯვება მაროკოელი მესაემხაზელის, ბუტატი აბდელატიფის ლელომ მოუტანა.
ფეიქრიშვილს და გიორგაძეს არ უთამაშიათ.
საფრანგეთი. I დივიზიონი
XVI ტური
ბრივი-კლერმონი 29:22, მონპელიე-პერპინიანი 12:12, ბიარიცი-აჟენი 65:22, ბაიონი-კასტრი 25:22, ბურგუენი-ლა როშელი 14:44, სტად ფრანსე-ტულუზი 31:3, მეტრო რასინგი-ტულონი ????
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 51 ქულა, 2. მონპელიე - 47, 3. მეტრო რასინგი - 45, 4. ბიარიცი - 44, 5. კლერმონი - 44, 6. კასტრი - 41, 7. ბაიონი - 40, 8. ტულონი - 40, 9. სტად ფრანსე - 40, 10. პერპინიანი - 35, 11. ლა როშელი - 26, 12. ბრივი - 26, 13. აჟენი - 24, 14. ბურგუენი - 5.
XVII ტური
კლერმონი-მეტრო რასინგი, ბიარიცი-პერპინიანი, ბრივი-ბაიონი, ტულონი-ლა როშელი, აჟენი-ბურგუენი, კასტრი-სტად ფრანსე, ტულუზი-მონპელიე.
მეორე დივიზიონში პლეი ოფში გასვლის შანსი ქართველ მორაგებეთა სამივე გუნდს აქვს. გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ექსს" - 34:16. კავთიძე განაცხადში არ იყო.
მამუკა მაგრაქველიძის "ტარბმა" შინ მოუგო "ნარბონს" - 27:8 და საპლეიოფო ხუთეულს მჭიდროდ მიუახლოვდა. მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
IIდივიზიონი
XVI ტური
ოიონაქსი-პო 17:13, კოლომიე-ბორდო 15:19, ექსი-ლიონი 16:34, კარკასონი-ოში 10:16, ტარბი-ნარბონი 27:8, დაქსი-ორიაკი 24:15, სენტ ეტიენი-ალბი 13:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 57 ქულა, 2. ლიონი - 54, 3. ბორდო - 46, 4. გრენობლი - 45, 5. კარკასონი - 44, 6. ტარბი - 41, 7. ოიონაქსი - 38, 8. მონ დე მარსანი - 37, 9. ორიაკი - 37, 10. ოში - 35, 11. პო - 34, 12. ნარბონი - 33, 13. კოლომიე - 28, 14. ექსი - 26, 15. დაქსი - 21, 16. სენტ ეტიენი - 11.
XVII ტური
მონ დე მარსანი-კოლომიე, ორიაკი-ბორდო, ლიონი-კარკასონი, ალბი-დაქსი, ოიონაქსი-სენტ ეტიენი, ნარბონი-ექსი, ოში-პო, გრენობლი-ტარბი.
.