"ბარბაროსების" რიგებში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული ტოპ 14-ის "ტულონის" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე "ბარბაროსების" რიგებში გამოიძახეს.

მსოფლიოს უძველესი გუნდი "ბარბაროსები" ირლანდიასა (28 მაისი) და ინგლისს (31 მაისი) შეხვდება.

წელს "ბარბაროსების" დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გუნდს ამჯერად ყოფილი "ოლ ბლექი" და წარსულში ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობი დინსი უხელმძღვანელებს.

"ბარბაროსებში" წლეულს ჯო როკოთოკოს, ადამ ჯოუნზს, ტუსი პისის და პროფესიულ კარიერაში ბოლო მატჩების სათამაშოდ 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულს, ახალზელანდიელ ბრედ სორნს უხმეს.

ცნობილი გახდა, რომ რობი დინსმა "ბააბასის" შემადგენლობაში "ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული ტოპ
14-ის "ტულონის" მეორეხაზელ, კონსტანტინე მიქაუტაძეს უხმო, რომელიც დავით კაჭარავას, გოდერძის შველიძის, დუდუ ქუბრიაშვილის, დავით ზირაქაშვილისა და მამუკა გორგოძის შემდეგ რიგით მეექვსე "ბორჯღალოსანია", რომელიც "ბარბაროსთა" შავ-თეთრ კვართს მოირგებს.

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული