კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე რაგბის ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მორაგბემ "ბორჯღალოსნებისა" და ინგლისის ნაკრების ვარჯიშის დროს მიიღო.


midilibre.fr-ის ინფორმაციით, მიქაუტაძემ პირველი გამოკვლევა ლონდონში გაიკეთა, ხოლო მონპელიეში კიდევ ერთ შემოწმება გაიარა. შემდეგ ქართველი მეორეხაზელი ნეიროქირურგთან მივა, სადაც ცნობილი გახდება, დასჭირდება თუ არა მას ოპერაცია.

მიქაუტაძეს ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული და საუკეთესო შემთხვევაში 2-3 თვეს გამოტოვებს. ხოლო, თუ მას ოპერაცია დასჭირდა, მაშინ აღდგენითი პროცესი
4-5 თვეს გასტანს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ცუდი ამბავი.... ძალიან, ძალიან ცუდი:((. ჯანმრთელობას ვუსურვებთ კოტეს!
TanoLife
09:44 22-02-2018
0

სიახლეები პოპულარული