სეზონისწინა რეპეტიციები

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში მოთამაშე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადება სამ კვირაზე მეტია, დაიწყეს. პირველი ეტაპი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა, მალე დასრულდება და გუნდები საკონტროლო შეხვედრებს გამართავენ.

საფრანგეთში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი, ვფიქრობთ, მხოლოდ ორს აქვს - დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" (რომელიც მოქმედი ჩამპიონია) და დავით ქუბრიაშვილის "ტულონს". აგვისტოს დასაწყისში ეს გუნდები რამდენიმე საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ. სწორედ მათი საჩემპიონო ამბიციების გამოა, რომ ამ მატჩების ტრანსლაციას ფრანგული ტელეკომპანია"ორანჟი" აპირებს.

ქუბრიაშვილის "ტულონი" 30
ივლისს ბოლო ხანს მოღონიერებულ პარიზულ "მეტრო რასინგს" ეთამაშება. 5 აგვისტოს კი ტულონელთა მეტოქე ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი "სტად ფრანსე" იქნება.

ზირაქაშვილის "კლერმონი" კი 6 აგვისტოს ინგლისურ "სეილ შარქსს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული