"ქართული გუნდები" ლიდერობას ინარჩუნებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე და ფედერალ 1 დივიზიონებში მორიგი ტურის შეხევდრები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანში, ქართველ მორაგბეთა გუნდები წარმატებით ასპარეზობენ.

ელიტურ, მეორე დივიზიონში, სადაც "ქართულ გუნდებს" სატურნირო ცხრილის მეორე და მესამე საფეხურები უკავიათ, მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა. გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად ითამაშა "დაქსთან" და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა 36:29. კავთიძე განაცხადში არ იყო.

"ლიონს" ამ გამარჯვების შემდეგ 62 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს "ალბი", რომელმაც შინ დაამრცხა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 45:18.
მაგრაქველიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და 74-ე წუთზე არბიტრმა გაასინბინა. მირცხულავას არ უთამაშია.

"ლიონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამეა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი". "ალპელებმა" სტუმრად დაამარცხეს "კარკასონი" - 22:18. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XVIII ტური
ოში-მონ დე მარსანი 24:15, პო-კოლომიე 60:12, კარკასონი-გრენობლი 18:22, ექსი-ორიაკი 31:12, ალბი-ტარბი 45:18, დაქსი-ლიონი 29:36, ბორდო-ოიონაქსი 35:17, სენტ ეტიენი-ნარბონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 63 ქულა, 2. ლიონი - 62, 3. გრენობლი - 55, 4. ბორდო - 51, 5. კარკასონი - 46, 6. მონ დე მარსანი - 45, 7. ოში - 44, 8. ოიონაქსი - 42, 9. ტარბი - 41, 10. ორიაკი - 41, 11. პო - 39, 12. ნარბონი - 38, 13. დაქსი - 31, 14. ექსი - 30, 15. კოლომიე - 28, 16. სენტ ეტიენი - 12.


ფედერალ 1 დივიზიონის ოთხი ჯგუფიდან სამში ისევ ქართველ მორაგებთა გუნდები ლიდერობენ. A ჯგუფში სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად უდგას სათავეში შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხა ავთანდილ კოპალიანის "ორლეანი" - 25:16.

სუთიაშვილი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, კოპალიანი მოედანზე ორი წუთის მერე გამოჩნდა, კობაურს, ესაკიასა და აშვეთიას არ უთამაშიათ.

"მასის" შვიდი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დევი დათუნაშვილისა და ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონი", რომელმაც შინ დაამარცხა დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზი" - 37:24.

თემურ გელანტიას "სტრასბურის" საშინაო შეხვედრა ირაკლი მაჩხანელის, შოთა მელიქიძისა და ბესო უდესიანის "მაკონთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო.

A ჯგუფი
სურესნე-ანესი 12:8, დიჟონი-ბურგ ან ბრესი 6:6, მონლუსონი-სერჟ პონტუაზი 37:24, ბობინი-ნევერი 13:11, ორლეანი-მასი 16:25, სტრასბური-მაკონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 53 ქულა, 2. მონლუსონი - 46, 3. ბობინი - 44, 4. დიჟონი - 38, 5. ბურგ ან ბრესი -35, 6. ორლეანი - 33, 7. ნევერი - 31, 8. მაკონი - 26, 9. ანესი - 16, 10. სტრასბური - 12, 11. სურესნე - 10, 12. სერჟ პონტუაზი - 9.


B ჯგუფში, A ჯგუფის მსგავსად, სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. გათამაშების ლიდერ ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" დავით კაჭარავას "ნიცას" უმასპინძლა და 39:6 მოუგო.

მალაღურაძე და კაჭარავა თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

ლანგედოკელებს ამ მოგების შემდეგ 46 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან, გიორგი ნემსაძის "მონტობანს" ხუთი ქულით უსწრებს. მონტობანელებმა მე-14 ტურში სტუმრად ფრედ ითამაშეს "გრასთან" - 18:18.

გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა" შინ დაამარცხა ირაკლი გიორგაძის "ლავორი" - 24:15. მასპინძლებმა ზედიზედ ორ გამარჯვებას მიაღწიეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორეს.

დიმა ბაილსაისა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენა" საკუთარ მოედნზე დამარცხდა მესამეადგილოსან "ბლანიაკთან" - 15:20 და 27 ქულით ახლა მე-10 ადგილზეა.

B ჯგუფი
ბეზიე-ნიცა 39:6, ლა სეინი-ლავორი 24:15, გროლე-ვალანსი 18:19, ობენა-ბლანიაკი 15:20, შატორენარი-რომანი 41:10, გრასი-მონტობანი 18:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 46 ქულა, 2. მონტობანი - 41, 3. ბლანიაკი - 39, 4. ვალანსი - 34, 5. ლავორი - 33, 6. ნიცა - 32, 7. რომანი - 31, 8. ლა სეინი - 30, 9. შატორენარი - 30, 10. ობენა - 27, 11. გროლე - 22, 12. გრასი - 11.

 

C ჯგუფის ლიდერმა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" სტუმრად გაანადგურა "ტური" - 41:6. პერიგოელებმა 62 ქულა დააგროვეს და ხუთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ "ლიმოჟს".


ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ დაამარცხა "მარმანდი" - 16:7. მაისურაძემ სრულად ითამაშა. სენ ნაზერელებს ახლა 35 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან.

შოთა საყვარელიძისა და ირაკლი გუნდიშვილის "ნიორი", რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "რიბერაკთან" - 20:29.

C ჯგუფი

პაი დუ მედოკი-ლიმოჟი 10:51, ტური-პერიგო 6:41, რიბერაკი-ნიორი 29:20, სენ ჟუნიენი-სენ მედარი 26:33, სენ ნაზერი-მარმანდი 16:7, ლანჟონი-ვანი 9:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 62 ქულა, 2. ლიმოჟი - 57, 3. ვანი - 51, 4. ლანჟონი - 41, 5. მარმანდი - 38, 6. სენ ნაზერი - 35, 7. სენ მედარი - 32, 8. სენ ჟუნიენი - 29, 9. რიბერაკი - 23, 10. პაი დუ მედოკი - 14, 11. ნიორი - 9, 12. ტური - 8.


D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში გასვლის შანსი მხოლოდ დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილს" აქვს. ლილელებმა მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხეს კარლენ ასეიშვილის "ორტეზი" - 29:25 და 47 ქულით მეორე ადგილზე არიან.

მერაბ კვირიკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკი" სტუმრად დამარცხდა "კაორთან" - 13:25. ჩვენებურთა გუნდს 29 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

D ჯგუფი
კასტანე-ლანამეზანი 18:15, ორტეზი-ლილი 25:29, ოლორონი-სენ ჟან დე ლუზი 28:12, ლურდი-ტურნეფოი 41:17, კაორი-ფიჟაკი 25:13, ტიროსი-მოლეონი 28:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 63 ქულა, 2. ლილი - 47, 3. კასტანე - 47, 4. სენ ჟან დე ლუზი - 43, 5. ლანამეზანი - 43, 6. ოლორონი - 40, 7. მოლეონი - 33, 8. ლურდი - 31, 9. მორლაა - 29, 10. ფიჟაკი - 29, 11. ტურნეფოი - 27, 12. კაორი - 23, 13. ორტეზი - 20.




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული