"ვულკანების" ქომაგთა საბედნიეროდ რამდენიმე მათგანმა ტრავმის მოშუშება შეძლო და შაბათს, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, "მეტრო რასინგის" წინააღმდეგ ითამაშებს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც, რომელსაც მხარი აწუხებდა. მის გარდა პარიზელებთან თამაშს შეძლებენ ასევე, ბრუკ ჯეიმზი, სიონე ლაუკი და ენტონი ფლოში.
.