საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გიორგაძე კარიერას ფედერალ 1 დივიზიონის "სტრასბურში" გააგრძელებს. "ბორჯღალოსანთა" შუამარბმა, რომელიც წლების განმავლობაში ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში თამაშობდა, სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ გასული სეზონი ფედერალ 1 დივიზიონის, "შამბერის" შემადგენლობაში გაატარა. "შამბერიმ" წარუმატებლად იასპარეზა და ფედრალ 2 დივიზიონში დაქვეითდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა" ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეიტანა. ლილელები ფინანსური პრობლემების გამო კლუბის ფედერალ 2 დივიზიონში დაქვეითებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ "ლილს" ბიუჯეტში 14 ათასი ევროს დეფიციტი აღმოუჩინეს და ერთი დივიზიონით დააქვეითეს. ჩვენებურთა
გუნდის ბედი საბოლოოდ ივლისის ბოლოს გაირკვევა.