ფრანგულმა გამოცემამ სიმბოლურში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე შეიყვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტური ყველაზე ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერების მონაგარში. პირველი ლელო მიითვალა ელიტაში გაგი ბაზაძემ (ლა როშელი), "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" ლიდერი მამუკა გორგოძე.


მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა ფრანგულმა სარაგბო ვებსაიტმა www.rugbyrama.fr-მა, რომელშიც ერთბაშად სამი ქართველი მოხვდა.

მამუკა გორგოძესთან ერთად საუკეთესოთა შორის
დაასახელეს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯები: მიხეილ ნარიაშვილი (N1, მონპელიე) და ლევან ჩილაჩავა ( N3, ტულონი).

სიმბოლური ნაკრები
15. გაეტან ჯერმაინი, 14. ჟულიენ კამინატი (კასტრი), 13. სოფიან გაუტიონი (ბორდო), 12. ანრი შავანსი (მეტრო რასინგი), 11. დრიუ მიჩელი (ტულონი), 10. ჟული პლისიონი (სტად ფრანსე), 9. იან ლესჟორგე (ბორდო). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. სამუ მანოა (ტულონი), 5. პეტ მარიასი (ბრივი), 6. მამუკა გორგოძე (ტულონი), 7. ლუი-ბენუა მადოლი (ბორდო), 8. პეტრუს ჰაუმანი (ბრივი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვამაყობთ ქართველი რაგბისტების წარმატებებით,გაგახარათ ღმერთმა.
დიტო
14:44 05-12-2015
0
სპორტი, სპორტსმენი!:)
ramazi
11:26 04-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული