აღსანიშნავია, რომ 24-ე წუთისთვის სტუმრები 9:0-ს იგებდნენ, თუმცა ჩვენებურის გუნდმა შეძლო თამაშის მიმდინარეობის შეცვლა, მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა. კავთიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.
"ლიონს" ახლა 67 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ალბის" სამი ქულით უსწრებს.
56 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "სენტ ეტიენს" - 32:24. ჩვენებურებს არ უთამაშიათ. "ტარბს" 45 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
II დივიზიონი
XIX ტური
ლიონი-მონ დე მარსანი 25:18, პო-ორიაკი 28:13, კარკასონი-ოიონაქსი 12:12, ექსი-ოში 9:9, ტარბი-სენტ ეტიენი 32:24, ნარბონი-ალბი 6:3, ბორდო-გრენობლი 25:22, კოლომიე-დაქსი 12:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 67 ქულა, 2. ალბი - 64, 3. გრენობლი - 56, 4. ბორდო - 55, 5. კარკასონი - 48, 6. მონ დე მარსანი - 46, 7. ოში - 46, 8. ტარბი - 45, 9. ოიონაქსი - 44, 10. პო - 43, 11. ნარბონი - 42, 12. ორიაკი - 41, 13. კოლომიე - 32, 14. ექსი - 32, 15. დაქსი - 32, 16. სენტ ეტიენი - 12.
XX ტური
მონ დემარსანი - ნარბონი, ალბი-პო, ორიაკი-კარკასონი, ოიონაქსი-დაქსი, გრენობლი-ექსი, ოში-ტარბი, სენტ ეტიენი-კოლომიე, ლიონი-ბორდო.
ფედერალ 1 დივიზიონში მე-15 ტურის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ოთხიდან სამ ჯგუფში ისევ ქართველ მორაგებთა გუნდები ლიდერობენ, რომლებიც წარმატებით ასპარზობას განაგრძობენ.
A ჯგუფში საუკეთესოა შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, დავით აშვეთიასა და სანდრო ესაკიას "მასი". პარიზელებმა მე-15 ტურში შინ დაამარცხეს თემურ გელანტიას "სტრასბური" - 34:7. სუთიაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა 75-ე წუთზე გაასინბინეს, კობაური თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, აშვეთია და ესაკია განაცხადში არ იყვნენ.
"მასის" 58 ქულა აქვს და ათი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ბობინის", რომელმაც სტუმრად მოუგო ავთანდილ კოპალიანის "ორლეანს" - 19:16.
ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონმა" შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სურესნე" - 16:9. ჩვენებურთა გუნდს 30 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
მორიგი მარცხი იწვნია აუტსაიდერმა, დიმიტრი ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზმა", რომელიც შინ ვერას გახდა "დიჟონთან" - 6:10. ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონის" მატჩი სტუმრად "ანესისთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო.
A ჯგუფი
სერჟ პონტუაზი-დიჟონი 6:10, მაკონი-სურესნე 16:9, ორლეანი-ბობინი 16:19, მასი-სტრასბური 34:7, ბურგ ან ბრესი -ნევერი 26:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 58 ქულა, 2. ბობინი - 48, 3. მონლუსონი - 46, 4. დიჟონი - 42, 5. ბურგ ან ბრესი - 39, 6. ორლეანი - 34, 7. ნევერი - 31, 8. მაკონი - 30, 9. ანესი - 16, 10. სტრასბური - 12, 11. სურესნე - 11, 12. სერჟ პონტუაზი - 10.
B ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "ბეზიეს" და "მონტობანს" უკავიათ. ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად" მოუგო ირაკლი გიორგაძის "ლავორს" - 16:8. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, მალაღურაძეს და გიორგაძეს არ უთამაშიათ.
"ბეზიეს" ახლა 50 ქულა აქვს და ხუთი ქულით უსწრებს გიორგი ნემსაძის "მონტობანს", რომელმაც შინ დაამარცხა ნიკოლოზ გიორგაძის "გროლე" - 10:6. ნემსაძე განაცხადში არ იყო, ნიკოლოზ გიორგაძე კი 34-ე წუთზე შეცვალეს.
დავით კაჭარავას "ნიცამ" შინ მოუგო "რომანს" 22:9. კაჭარავა განაცხადში არ იყო. გია ლაბაძისა და რეზო გიგაურს "ლა სეინი" კი სტუმრად დამარცხდა "ვალანსთან" - 20:24.
ნიკოლოზ მაღალდაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ობენამ" "შატორენარს უმასპინძლა" და 31:21 მოუგო.
B ჯგუფი
მონტობანი-გროლე 10:6, ლავორი-ბეზიე 8:16, ვალანსი-ლა სეინი 24:20, ბლანიაკი-გრასი 25:12, ობენა-შატორენარი 31:21, ნიცა-რომანი 22:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 50 ქულა, 2. მონტობანი - 45, 3. ბლანიაკი - 43, 4. ვალანსი - 38, 5. ნიცა - 37, 6. ლავორი - 33, 7. ლა სეინი - 31, 8. რომანი - 31, 9. ობენა - 31, 10. შატორენარი - 30, 11. გროლე - 23, 12. გრასი - 11.
C ჯგუფის ლიდერი ისევ თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოა". ჩვენებურთა გუნდმა მე-15 ტურში შინ გაანადგურა "პაი დუ მედოკი" - 47:5. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, ზიბზიბაძეს, ნინიძეს და დადუნაშვილს არ უთამაშიათ.
ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ მოუგო "ლანჟონის" 35:26. მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. საკუთარ მოედანზე გაიმარჯვა შოთა საყვარელიძისა და ირაკლი გუნდიშვილის "ნიორმაც". ჩვენებურთა გუნდმა "ტურს" მოუგო -23:3.
C ჯგუფი
პერიგო-პა დუ მედოკი 47:5, ნიორი-ტური 23:3, სენ მედარი-რიბერაკი 33:3, მარმანდი-სენ ჟუნიენი 35:20, ლიმოჟი-ვანი 26:3, სენ ნაზერი-ლანჟონი 35:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 67 ქულა, 2. ლიმოჟი - 62, 3. ვანი - 51, 4. მარმანდი - 43, 5. ლანჟონი - 41, 6. სენ ნაზერი - 39, 7. სენ მედარი - 37, 8. სენ ჟუნიენი - 29, 9. რიბერაკი - 23, 10. პაი დუ მედოკი - 14, 11. ნიორი - 13, 12. ტური - 8.
D ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, რეზო გიგაურის, დავით ბალანჩივაძის, ლევან დათუნაშვილის და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკი" შინ დამარცხდა "ლურდთან" - 22:25.
კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (17 ქულა). თავიდან ბოლომდე ითამაშეს ბალანჩივაძემ და დათუნაშვილმაც, გიგაური თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყო.
D ჯგუფი
ლანამეზანი-კაორი 41:9, მოლეონი-კასტანე 15:15, ლილი-ტიროსი 14:16, სენ ჟან დე ლუზი-მორლაა 9:16, ტურნეფოი-ოლორონი 13:11, ფიჟაკი-ლურდი 22:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 67 ქულა, 2. კასტანე - 49, 3. ლილი - 48, 4. ლანამეზანი - 48, 5. სენ ჟან დე ლუზი - 44, 6. ოლორონი - 41, 7. ლურდი - 35, 8. მოლეონი - 35, 9. მორლაა - 33, 10. ტურნეფოი - 31, 11. ფიჟაკი - 30, 12. კაორი - 23, ორტეზი - 20.
.