რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მეორე წრის მეორე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ისევ ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს, ლაშა ლომიძის "ბეზიეს" 14 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ლიონელები უკვე ელიტურ, პირველ დივიზიონში სათამაშოდ ემზადებიან და აქედანვე იჭერენ თადარიგს. მათი სკაუტების ინტერესთა სფეროში მოექცნენ ისეთი მორაგბეები, ფრედერიკ მიშალაკი, ჯიმი კუდმორი, ალექსანდრ მენინი და ჟან-მარკ დუისანი რომ არიან. გამორიცხული არაა, "ლიონში" განაგრძოს კარიერა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელიც ამჟამად "კლერმონის" ღირსებას იცავს და დისკვალიფიცირებულია.

აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში
გამსვლელი ოთხი ადგილისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. "ბეზიე" უკვე ვახსენეთ.

ლომიძის გუნდმა ნელ-ნელა უმატა თამაშის ხარისხს და დამსახურებულადაა ამჟამად მეორე ადგილზე. ლანგედოკელები მეექვსე ადგილზე მყოფ გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანს", რომელიც მე-6 ადგილზეა და პლეი ოფის ზონის ზღვარზეა, 11 ქულით უსწრებს, რაც მცირე უპირატესობა როდია.

პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან ასევე, ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, გიორგი შარაშიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი". ასევე, ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი".

ძალზე ცუდ მდგომარეობაშია გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბი", რომელმაც მე-16 ტურში სტუმრად წააგო გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანთან" - 16:21.

ტარბელები ამ მარცხის მერე 18 ქულით ბოლო ადგილზე არიან. ნემსაძემ, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, მე-12 წუთზე ლელო გაიტანა.

მჭედლიშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, მირცხულავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.

კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ახალგაზრდა ქართველმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ. მისმა "მონ დე მარსანმა" შინ დაამარცხა "მონტობანი" - 16:13. გორგაძე 63-ე წუთზე შეცვალეს.

PRO D2. XVI ტური
ბურგუენი-ლიონი 13:17
ალბი-ბიარიცი 30:13
ნარბონი-დაქსი 20:12
ბაიონი-კარკასონი 14:9
ბეზიე-ექსი 23:12
მონ დე მარსანი-მონტობანი 16:13
პერპინიანი-ტარბი 21:16
კოლომიე-ორიაკი 21:3

ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ძირითადში სბ
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში (73 წთ) ლ
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) შეცვლაზე (61 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (30 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (42 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) შეცვლაზე (40 წთ) სბ
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) შეცვლაზე (50 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში (63 წთ).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 16 14 0 2 +261 64(8)
2. ბეზიე 16 11 1 4 +125 50(4)
3. ბაიონი 16 10 1 5 +68 48(6)
4. ორიაკი 16 9 0 7 +55 42(6)
5. ალბი 16 9 1 6 +24 41(3)
6. პერპინიანი 16 8 1 7 +18 39(5)
7. კოლომიე 16 8 2 6 -37 39(3)
8. ნარბონი 16 7 0 9 -5 34(6)
9. მარსანი 16 7 0 9 -34 33(5)
10. მონტობანი 16 7 0 9 -54 32(4)
11. ბურგუენი 16 6 0 10 -43 31(7)
12. ბიარიცი 16 6 0 10 +13 28(4)
13. კარკასონი 16 6 0 10 -126 28(4)
14. დაქსი 16 5 0 11 -81 23(3)
15. ექსი 16 5 0 11 -142 22(2)
16. ტარბი 16 7 0 9 -42 18(5)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველი ფეხბურთელებივით არც რაგბისტებს აქვთ სათამაშო პრაქტიკა უმეტესობა მათგანისა განაცხადშიც ვერ ხვდება!ყველაზე მეტად შარიქაძეზე მწყდება გული ნიჭიერი ბიჭია და თამაში კი არა განაცხადშიც ვერ ხვდება სამწუხაროდ
0
GXGს შარიქაძეს მიკროტრავმა აქვს. სულ სოსტავშია თუ ჯამრთელია
baqar1996
15:36 27-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული