"ბორჯღალოსანმა" ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ტოპ 14-ში 150-ე თამაში ჩაატარა, თორნიკე ჯალაღონიამ და ზაზა ნავროზაშვილმა კი პრო დე2-ის მე-17 ტურში ლელოები გაიტანეს.

ტოპ 14

რადგან ევროთასების მატჩები გადაიდო, ტოპ 14-მა მე-19 ტური სრულად გადმოსწია და თამაშები წინსწრებით ჩატარდა. ტური "ლა როშელისა" და "ბაიონის" შეხვედრით გაიხსნა და პირველმა 40:3 იმარჯვა. "ბაიონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს კოტე მიქაუტაძე.

"ბორდო" "რასინგ 92"-ს პარიზში ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 33:32 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 45-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. ჟირონდელთა შორის ასევე შეცვლაზე, 63-ე წუთზე გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.

ზედიზედ მერვე მატჩი დათმო "მონპელიემ" – ორი ჩემპიონთა თასზე და ექვსი ტოპ 14-ში. ამჯერად მათ "ლიონს" უმასპინძლეს და 16:21 დამარცხდნენ. მიხეილ ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტოპ 14-ში 150-ე თამაში ჩაატარა. ის 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 72-ეზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. ლევან ჩილაჩავა თანაგუნდელის სინბინის გამო მოედანზე ჯერ 10 წუთით გამოჩნდა (29-39), 72-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

"ბრივი" უშუალო კონკურენტ "პოს" ეწვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 32:27. გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველ ლეგიონერს მიუძღვის. სოსო ბეკოშვილი ძირითადში იყო და ის 39-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა, რომელსაც მალევე მოუწია სინბინში წასვლა. ბადრი ალხაზაშვილი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ.

"სტად ფრანსეს" წინააღმდეგ პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა "ტულონის" ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, რომელსაც 77-ე წუთზე მოედანზე მოუხდა დაბრუნება. მისმა გუნდმა მეტოქე 35:13 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

პრო დე2

მე-17 ტურის პირველ მატჩში "რუანმა" "გრენობლს" უმასპინძლა და 26:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო თამაზ მჭედლიძე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე მე-16 წუთზე გამოჩნდა. სტუმართა ძირითადში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს ნიკა ნეფარიძე, ხოლო ილია კაიკაციშვილი შეცვლაზე ასევე 66-ე წუთზე შევიდა.

"პერპინიანმა" "კოლომიეს" ოთხი ლელო გაუტანა და 28:0 დაწინაურდა, მაგრამ დასკვნით 5 წუთში ორი ლელო გაუშვა და ბონუსი დაკარგა – 28:12. ვახტანგ ჯინჭარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

"ვალანსთან" მატჩში "პროვანსი" მე-12 წუთზე ზაზა ნავროზაშვილის ლელოთი დაწინაურდა და საბოლოოდ 28:13 იმარჯვა. ქართველი ბურჯი 47-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისთვის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში. "ვალანსის" რიგებში 21-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა.

"ანგულემმა" "ნევერს" უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 13:16. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 72-ე წუთამდე ითამაშა ლუკა გოგინავამ, ხოლო სტუმართა შორის შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა გურამ პაპიძე.

სტუმრად "მონ-დე-მარსანთან" 9:12 დამარცხდა და ბონუსი აიღო "ორიაკმა", რომლის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ქართველიშვილი (შეცვალეს მე-60 წუთზე), გიორგი ჯავახია (შეცვალეს მე-60 წუთზე) და ბექა საღინაძე, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა.

"ოიონამ" "კარკასონს" უმასპინძლა და ბონუსით, 30:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო "კარკასონის" ახალგაზრდა ბურჯ ნუგზარ სომხიშვილს ელიტარულ დონეზე დებიუტი ჰქონდა. ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.

"მონტობანთან" 31:3 მოგებულ მატჩში, მე-60 წუთზე "ბიარიცის" მეოთხე ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამ. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 69 წუთი გაატარა და პირველი ფრანგული ლელო გაიტანა (მესამე მატჩი პირველ გუნდში). ის ფეხით გადაკიდებულ ბურთს მარცხენა ფრთაზე მიჰყვა, აიტაცა და ლელოში ალამთან შეხტა. ძირითადში იყო და 52 წუთი ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა. 52-ე წუთიდან ჩაერთნენ თამაშში უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
ლეგიონერები - ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
რაგბი. ლეგიონი: ანტონ ფეიქრიშვილი ფრანგულ ელიტაში დაბრუნდა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდნენ [VIDEO]
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
რაგბი. ლეგიონი: ლაშა ლომიძე "მონპელიეში" ბრუნდება, ზაზა ნავროზაშვილი მძიმედ დაშავდა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან