მამუკა გორგოძეს საფრანგეთის ტოპ-14-ში ცხვირი გაუტეხეს

AutoSharing Option
"ტულონისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება საკმაოდ უხეში რომ იქნებოდა, თავიდანვე ცნობილი იყო. ამ შეხვედრაში "ტულონს" ორი მორაგბე დაუშავდა: რომენ ტაოფიფენუა და მამუკა გორგოძე.

შეხვედრა "ალიანც რივიერაზე" გაიმართა და "ტულონის" გამარჯვებით, 23:16 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გორგოძე გამოცვალეს, რადგან ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

rugby365.fr-ის ინფორმაციით, ქართველ მორკინალს თამაშის შემდეგაც სდიოდა სისხლი, რაც იმის ნიშანია, რომ მას მოტეხილობა აქვს.

გორგოძეს "ტულონის" ექიმები დღეს დაუსვამენ დიაგნოზს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
M.Z.-ს.
მოგესალმები მეგობარო. პირველ რიგში მინდა დავეთანხმო შენს ამ კონკრეტულ წინადადებას "ცოტა ხმამაღლა, ბრტყელ ბრტყელად, სიტყვიერად - გმირულად გამოგივიდა"!
როდესაც სტატია იწერება ეროვნული ნაკრების კაპიტნის შესახებ სათაურით - "მამუკა გორგოძეს საფრანგეთის ტოპ 14-ში ცხვირი გაუტეხეს", ჩნდება ამ სტატიის მიზნობრიობის შესახებ კითხვა.
სიტყვა ტაქტი ზრდილობის სინონიმია, რომელიც მე ვერც სტატიის სათაურში და ვერც შენს მიერ აკრეფილ ტექსტში ვერ დავინახე. სამწუხაროა რომ ასე ხელაღებით საუბრობ ადამიანებზე, რომლებსაც არ იცნობ და დამაკნინებლად -პროვოკაციულებს, ზედმეტად ტაქტიანებს უწოდებ მათ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირადად ვერ გაგცემენ პასუხს.
მამუკა იბრძოდა, იბრძვის და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სახელის დაცვას როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ - ეს აქსიომაა.

კონკრეტულად შენ კი, მინდა მშვიდობა გისურვო, ნაკლები აგრესია იმ ადამიანების მიმართ ვისაც არ იცნობ პიროვნულად და მოგცემოდეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გამოგეხატოს საქმით ის სიყვარული საქართველოს მიმართ, რომელსაც გულით ატარებ.
გულშემატკივარი
11:40 04-02-2016
0
გულივერას!ქართველ გორგოძე მამუკას,და არც ნებისმიერ სახელოვან თუ უსახელო ქართველ მებრძოლ ვაჟკაცს, დედალმაშოების მლიქვნელურად, სიტყვიერად "შელამაზებული ტაქტები" არ ესჭიროვება,და "ბრძოლის ველიდან" აჩეხილ-დალეწილნი,ცხვირფირ დამტვრეულნი ,მაგრამ ბოლომდე მებრძოლნი,ფარით თუ ფარზე- თუ კი ბრუნდებოდენ ,ოდითგან ქართველების სიამაყე იყვნენე,საღსალამათი ქვეშეფსიები კი ,ზურგშექცევით უვნებლად გამოქცეულები "ბრძოლის ველიდან" საეროდ რისხვის საგანი ხდებოდენ.ფაქტი ფაქტად რჩება გინდ "ჩქმალე,გინდ შეალამაზე"და ქართველ ვაჟკაცს რაც შვენის,თუ სხვათა დაყაჩაღებისას არ აქვს "მონაგარი@,არც ერთ" ჭკუათმყოფელ და მამაცობის ფრეტენზიით ქართველს, არ ეშლება.ცოტა ხმამაღლა ",ბრტყელ ბრტყელად,სიტყვიერად- გმირულად გამომივიდა" , გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო-ჩემი დიდი ბაბუასაგან გამიგია, მაგრამ ეგრეა ძმაო უსახელო და მიროსან,მცდარად-ფროვოკაციულად,"ზედაფირულად ტაქტიანებო"
M.Z.
12:26 03-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული