რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ზონაში მხოლოდ ჩვენებია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ოთხს თითქმის განაღდებული აქვს. ესენია: "კლერმონი", "ტულონი", "მეტრო რასინგი" და "მონპელიე".

ორი გუნდიდან, რომელიც პირველ დივიზიონს დატოვებს, ერთი ქართველი მორაგბეების, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენია".

მე-19 ტურში ლიდერების დაპირისპირება შედგა. მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონმა" სტუმრად, თითქმის მეორე შემადგენლობით დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" დაამარცხა - 20:21.

გამარჯვება ტულონელებს ფრედერიკ მიშალაკმა მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმოს ზუსტი
დარტყმით მოუტანა. შეხვედრაში ქართველებიდან მხოლოდ მიაქუტაძემ და ნატრიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ამასობაში კი ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ბორდო" - 24:19.

ლიდერთა სამეულს მჭიდროდ მიუახლოვდა დავით ქუბრიაშვილისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "აჟენი" - 21:45.

ქუბრიაშვილი და ნარიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთნენ, მასპინძელთა რიგებში კი ლელო თამაზ მჭედლიძემ დადო.

TOP 14. XIX ტური
რასინგი-ტულონი 20:21
ბრივი-კასტრი 23:22
გრენობლი-ლა როშელი 39:23
აჟენი-მონპელიე 21:45
პო-ოიონაქსი 25:6
ბორდო-კლერმონი 19:24
ტულუზი-სტად ფრანსე 36:3

ქართული ლეგიონი
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) განაცხადში არ იყო
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) შეცვლაზე (70 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) შეცვლაზე (63 წთ) ლ
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (41 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (41 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (60 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) არ უთამაშია
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (51 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 19 13 1 5 +211 66(12)
2. ტულონი 19 12 0 7 +230 61(13)
3. რასინგი 19 13 1 5 +34 60(6)
4. მონპელიე 19 13 0 6 +114 60(8)
5. ტულუზი 19 10 2 7 +189 53(9)
6. ბორდო 19 11 2 6 +65 53(5)
7. კასტრი 19 9 0 10 +49 45(9)
8. ბრივი 19 9 1 9 -25 43(6)
9. გრენობლი 19 9 0 10 -52 42(6)
10. ლა როშელი 19 8 0 11 -26 40(8)
11. პო 19 8 1 10 -160 37(3)
12. სტად ფრანსე 19 7 0 12 -85 31(3)
13. ოიონაქსი 19 4 0 15 -316 18(2)
14. აჟენი 19 3 0 16 -228 16(4)

შვიდი ტური დარჩა რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ელიტურ, მეორე დივიზიონში.

აქ პირველი დივიზიონის საგზური დიდი ხანია უკვე მოიპოვა ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა", რომელიც უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს.

სატურნირო ცხრილში ოთხი მომდევნო საპლეიოფო ადგილი ასევე "ქართულ გუნდებს" უკავიათ. ესენია: "ბაიონი", "ორიაკი", "ბეზიე", "პერპინიანი".

PRO D2. XXIII ტური
ბაიონი-ლიონი 11:15
პერპინიანი-ნარბონი 28:10
ბურგუენი-დაქსი 34:13
ექსი-ალბი 19:15
ორიაკი-მონტობანი 18:15
კარკასონი-ტარბი 6:9
მონ დე მარსანი-ბეზიე 41:21
კოლომიე-ბიარიცი 20:19

ქართული ლეგიონი
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (56 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (59 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (57 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ტრავმირებულია
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) ძირითადში (61 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (46 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (70 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში (33 წთ)
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 23 21 0 2 +402 95(11)
2. ბაიონი 23 15 1 7 +66 69(7)
3. ორიაკი 23 14 0 9 +77 63(7)
4. ბეზიე 23 13 1 9 +69 60(6)
5. პერპინიანი 23 12 1 10 +79 59(9)
6. კოლომიე 23 11 3 9 +1 56(6)
7. ალბი 23 11 2 10 -16 52(4)
8. ბურგუენი 23 10 0 13 +8 51(11)
9. მარსანი 23 11 1 11 -37 51(5)
10. მონტობანი 23 10 0 13 -44 47(7)
11. ბიარიცი 23 10 0 13 +26 46(6)
12. ნარბონი 23 10 0 12 -51 46(6)
13. ტარბი 23 9 0 14 -42 37(9)
13. კარკასონი 23 8 0 15 -187 37(5)
14. დაქსი 23 7 1 15 -154 34(4)
16. ექსი 23 7 0 16 -179 31(3)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ddd moqautadze magari kacia..gamashebis gareshero gaichita,aq sportulgadacemashi samotxjer achvenes mere interviuc chamoartves..warmatebebi bichebs
0

სიახლეები პოპულარული