რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მეოთხე ლელო TOP14-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-20 ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდმა "კლერმონმა" ლიდერობა გაიმყარა. ასევე "ქართული გუნდის", "აჟენის" მდგომარეობა კი სულ უფრო სავალალო ხდება. ის ბოლო ადგილზეა და დივიზიონის დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატია.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" სტუმრად დაუპირისპირდა ვარსკვლავებით პირთამდე სავსე მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონს".

მასპინძლები, რომლებმაც გასულ ტურში სტუმრად მოუგეს ერთ-ერთ კონკურენტ "მეტრო რასინგს", თამაშში ანგარიშში მუდამ წინ იყვნენ, თუმცა მატჩის მიწურულს დაშვებული ძალიან მარტივი შეცდომა მარცხის ფასად დაუჯდათ
- 18:19.

გორგოძემ მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ჩილაჩავა მეორე ტაიმში შეცვალეს, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"კლერმონს" კვალში ჩაუდგა მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დაამარცხა გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" - 19:3.

მონპელიელები, რომელთა რიგებშიც უხვად არიან სამხრეთაფრიკელი მორაგბეები, ნელ-ნელა უახლოვდებიან სატურნირო ცხრილის სათავეს. ამ გუნდს პლეი ოფში გასვლა, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება. მეტიც, მას დიდი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. ერთი სიტყვით, ჩვენებურთა ეს გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

ქუბრიაშვილი და ნარიაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ.

როგორც უკვე ვთქვით, პირველი დივიზიონიდან გავარდნის პირასაა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ წააგო ერთ-ერთ კონკურენტთან, გიორგი ნაცარაშვილის "პოსთან" - 26:33.

მჭედლიძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-9 წუთზე ლელო გაიტანა. ეს მისი მეოთხე ლელოა მიმდინარე სეზონში.

სამწუხაროდ, "აჟენს" ახლა 16 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მას "სტად ფრანსე", რომელიც მე-12 ადგილზეა, 16 ქულით უსწრებს. თეორიულად, ცხადია, დარჩენილ 6 ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, პრაქტიკულად, ვფიქრობთ, "აჟენის" გადარჩენა შეუძლებელია.

მეორე დივიზიონში ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა" პირველი დივიზიონის საგზური ოფიციალურად ექვსი ტურით ადრე გაიფორმა. ლიონელებმა შინ დაამარცხეს დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი" - 40:19.

ჩვენებურის გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, ახლა 100 ქულა აქვს და ყველასთვის მიუწვდომელია.

საგულისხმოა, რომ საპლეიოფო ზონაში კიდევ ოთხი ქართული გუნდია და 24-ე ტურში ოთხივემ მარცხი განიცადა.

"პერპინიანის" თაობაზე უკვე ვთქვით. ანტონ ფეიქრიშვილის "ბასკურმა" ბაიონმა" სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 3:29. 

ანტონი ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე, როგორც "ბეზიეს" რიგებში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე. ლანგედოკელებმა სტუმრად ითამაშეს ტარიელ რატიანიძისა და ასტამურ იოსელიანის "ნარბონთან" და 21:30 წააგეს.

სტუმრად დამარცხდა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბისთან" მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" - 17:30. შარიქაძემ ტრავმა მოირჩინა და შეცვლაზე ითამაშა.

TOP 14. XX ტური
მონპელიე-ბრივი 19:3
კასტრი-ტულუზი 15:9
აჟენი-პო 26:33
ოიონაქსი-გრენობლი 20:27
ლა როშელი-სტად ფრანსე 21:18
ბორდო-რასინგი 20:28
ტულონი-კლერმონი 18:19

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (41 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) შეცვლაზე (70 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში ლ
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (62 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (49 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (53 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (75 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (40 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადაში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (55 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (61 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 20 14 1 5 +212 70(12)
2. რასინგი 20 14 1 5 +42 64(6)
3. მონპელიე 20 14 0 6 +129 64(8)
4. ტულონი 20 12 0 8 +229 62(13)
5. ტულუზი 20 10 2 8 +183 53(9)
6. ბორდო 20 11 2 7 +57 53(5)
7. კასტრი 20 10 0 10 +55 49(9)
8. გრენობლი 20 10 0 10 -45 46(6)
9. ლა როშელი 20 9 0 11 -23 44(8)
10. ბრივი 20 9 1 10 -41 43(6)
11. პო 20 9 1 10 -153 41(3)
12. სტად ფრანსე 20 7 0 13 -88 32(4)
13. ოიონაქსი 20 4 0 16 -323 18(2)
14. აჟენი 20 3 0 17 -235 16(4)

PRO D2. XXIV ტური
ლიონი-პერპინიანი 40:19
მონტობანი-ბაიონი 29:3
დაქსი-კარკასონი 15:20
ექსი-მარსანი 18:20
ალბი-ორიაკი 30:17
ბიარიცი-ბურგუენი 26:25
ტარბი-კოლომიე 31:26
ნარბონი-ბეზიე 30:21

ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) ძირითადში (41 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (61 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ძირითადში (58 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) შეცვლაზე (45 წთ)
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (65 წთ)
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში გაძ
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (45 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (62 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) ძირითადში (61 წთ)
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) ძირითადში
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში (44 წთ)
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მასრანი) ძირითადში

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 24 22 0 2 +423 100(12)
2. ბაიონი 24 15 1 8 +40 69(7)
3. ორიაკი 24 14 0 10 +64 63(7)
4. ბეზიე 24 13 1 10 +60 60(6)
5. პერპინიანი 24 12 1 11 +58 59(9)
6. კოლომიე 24 11 3 10 -4 57(7)
7. ალბი 24 12 2 10 -3 56(4)
8. მარსანი 24 12 1 11 -35 55(5)
9. ბურგუენი 24 10 0 14 +7 52(12)
10. მონტობანი 24 11 0 13 -18 52(8)
11. ბიარიცი 24 11 0 13 +27 50(6)
12. ნარბონი 24 11 0 13 -60 50(6)
13. ტარბი 24 10 0 14 -37 41(9)
13. კარკასონი 24 9 0 15 -182 41(5)
14. დაქსი 24 7 1 16 -159 35(5)
16. ექსი 24 7 0 17 -181 32(4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
)))))da tulons sadyavs bombi alxazishvili?an imvarskvlavebtan ratoaraxsenet?))aqaoda bombi gvyavso da ganacxadshic aryavs arasdros da tu etyoba chempionati romorcheba merestvis inaxaven?)))an tuegeti magaria saqartvelos nakrebis arcer asaks areqvemdebareba??martla mainteresebs rogorc gulshematkivars ragbis da mitumetes qartveli bichebi
0
chemi azrit chempionati ase damtavrdeba:1-monpelie,2-klermonti,3-tuloni an rasing92 danarcheni ukve logikuria.monpelie ariqneba saswauli radgan yvelaze sanaxaobriv ragbs tamashobs chempionatshi burtaobit da sherkinebitac.chilachava rato gayavs ise vervigeb..yvelaze mshromelia da magaria zaan.. (eg ratqmaunda chemi azria)kolelishvili ki martla magari dzala aklia kleronts
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული