ლევან ჩილაჩავა: ჩემი ბრალია, გზაში თანაგუნდელებს თვალს ვერ ვუსწორებდი

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის მფლობელი ფრანგული "ტულონი" გათამაშებას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. 4 ქართველი ლეგიონერის (მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, ირაკლი ნატრიაშვილი) გუნდი დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" დრამატულ შეხვედრაში 16:19 დამარცხდა.

რაგბი. ლეგიონი: ჩემპიონთა თასს მხოლოდ დავით ხინჩაგიშვილი შემორჩა

ამ შეხვედრაში მხოლოდ გორგოძემ (სრულად) და ჩილაჩავამ (მეორე ტაიმი) ითამაშეს. 78-ე წუთზე ჩილაჩავა რაქში დაჯარიმდა, მაშენომ ჯარიმით "რასინგს" მოაგებინა და ნახევარფინალშიც დენ კარტერის გუნდი გავიდა.

"ეკიპმა" მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა ლევან ჩილაჩავასთან, რომელიც ძალაუნებურად, ამ მატჩის ანტიგმირად იქცა.

- რა მოხდა 78-ე წუთზე?
-
"რასინგის" მორაგბემ მომქაჩა და დავვარდი, ყურადღება ვერ მივაქციე. ყოველ კვირა ბერნარ ლაპორტი გვეუბნება, რომ არ დავჯარიმდეთ და ისე გამოვიდა, რომ ჩემი გუნდი მე დავაღალატე. ჩემი ბრალია. კარგად მინდოდა გამოსულიყო, მაგრამ დავჯარიმდი. როცა მსაჯმა ჩასტვინა, ჩავილაპარაკე, ეს რა გააკეთე! და ეს სიტყვები მე მეკუთვნოდა.

- ეპიზოდი თუ ნახეთ გამეორებაზე?
- დიახ. სამი წუთით ადრე ჩემზე მსაჯმა ჯარიმა არ ჩასტვინა და ალბათ, ვიფიქრე, რომ ახლაც ასე მოხდებოდა. ტულონში რომ ვბრუნდებოდით, ცუდ განწყობაზე ვიყავი. თანაგუნდელებს თვალს ვერ ვუსწორებდი, ფანებისაც მრცხვენოდა. 78-ე წუთზე შენს ნახევარზე ძალიან ყურადღებით უნდა ითამაშო. არ მქონდა ასე მოქცევის უფლება.

- როგორ გესახებათ სეზონის დასასრული?
- მინდა დავამტკიცო, რომ უკეთესი მორაგბე ვარ, ვიდრე იმ ეპიზოდში მოვიქეცი. ვნახოთ, მომდევნო თამაშში თუ მომიწევს მოედანზე გასვლა. როცა ასეთ შეცდომას უშვებ, შეიძლება არც გათამაშონ. ჩვენი მიზანი ტოპ-14-ის მოგებაა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვფიქრობ, ლევანი ზედმეტად ადანაშაულებს თავის თავს! ეს ასე ტრაგიკულად არ გამოჩნდებოდა, ტულონს საერთოდ უკეთ რომ ეთამაშა და ამდენი საჯარიმო დარტყმა არ აეცილებინა კარისათვის.
თამაზი
14 აპრილი 2016 11:01
0
მე ვუყურე თამაშს ბოლომდე და სამწუხაროდ მოხდა ეგეთი შემთხვევა. რა თქმა უნდა მეტი ყურადღება იყო გამ დროს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ სხვა მოთამაშესაც შეიძლებოდა სულ თავისუფლად იგივე მოსვლოდა. გასახარია, რომ ამ ეპიზოდს ასე ადეკვატირად აფასებს თვითონ ლევანი და ასე განიცდის თავის შეცდომას. ეს უკვე პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ასე რომ გული არ გაიტეხო ლევან, ეგეთებიც ხდება სპორტში.
levani
12 აპრილი 2016 22:23
0
თქმა არ უნდა საწყენია მაგრამ დაუკვირდით ჩვენს მორაგბეებს რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ. კაცი ათას ბოდიშს იხდის და მრცხვენიაო ამბობს. აბა ფეხბურთელი რომ იყოს, იცით რას იტყოდა?! არა უშავს, ეგეთებიც ხდებაო
patrioti
12 აპრილი 2016 18:30
0
მე წავიკითხემაგ მატჩის ანგარიში ... რას იზავ ხდება.ზუსტად ქცევებშია სხვაობა ჩვენსა და "ბობოლებს" შორის. თავშეუკავებლობა, ზედმეტი ემოცია, ნაკლები ცივი გონება და რაციონალიზმი, ნაკლები "ინტელექტუალური ეშმაკობა" და კიდევ ასეთი პატარ-პატარა უპირატესობები ჯამში იმ განსხვავებას იძლევა რისთვისაც ჯერ არ გვთვლიან იმ დონეზე განვითარებულ გუნდად, რომ მათ ვეპაექროთ, ამიტომ ტესტები, ანალიზი,აღზრდა ...
rezo110
12 აპრილი 2016 18:02
0

სიახლეები პოპულარული