"რასინგში" დავით ხინჩაგიშვილის თანაგუნდელს, 35 წლის იტალიელ მორაგბეს კლუბის მესვეურთათვის უთქვამს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს დააკლდებოდა, სინამდვილეში კი, იბრასთან ერთად, ლას ვეგასში დროსტარება ჰქონია ჩაფიქრებული.
ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ჭკუაზე დადგებოდნენ "რასინგის" ბოსები, როდესაც ფოტოებზე მარტინ კასტროჯოვანი ამოიცნეს. ის უმალ ჩამოაშორეს გუნდს იქამდე, სანამ შიდა
პსჟ-ის ფეხბურთელები ლას ვეგასში, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალის ("ლილთან" 2:1) მოგების შემდეგ ტიტულის აღსანიშნავად გაემგზავრნენ.