მამუკა გორგოძე: მეუღლესთან უთანხმოების მიუხედავად, საქართველოში დავბრუნდები

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ინტერვიუს წინათქმაში მამუკა სამშობლოზე საუბრობს:

"საქართველო ჩემი ქვეყანაა, კარიერას რომ დავასრულებ, იქ დავბრუნდები. საფრანგეთში, უბრალოდ, ვმუშაობ. ამის გამო მცირე უთანხმოებაც კი მაქვს მეუღლესთან. არა, ის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შვილების გამო შიშობს.

ისინი საფრანგეთში იზრდებიან და საქართველოში ცხოვრება შეიძლება გაუჭირდეთ. მე ეს მესმის, მაგრამ შექმნილი სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველო სულაც არ არის საშიში ქვეყანა.

იქ ცხოვრება უფრო უხიფათოა, ვიდრე საფრანგეთში, რადგან კრიმინალის დონე ჩვენთან უფრო მცირეა.

კი, რა
თქმა უნდა, ისეთი მეზობლების გამო, როგორც რუსეთია, ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემები, ქვეყანა ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ საქართველო დიდებული ქვეყანაა, ხალხიც უფრო თბილია", - აცხადებს გორგოძე "ეკიპთან" ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალე მამუკა ჯიგარში, ქართულ ჯიგარში რა...

აი სტატიის სათაური ....
ქუთათური
10 მაისი 2016 17:26
0
ასავალ-დასავალს ემსგავსებით სათაურებით
Vaxo
09 მაისი 2016 16:04
0
სამარცხვინო სათაურია :(
vaja
03 მაისი 2016 13:53
0
ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი სათაურია
კონტექსტიდან ამოგლეჯილი
არაპროფესიონალური
ყვითელი
ავტორს
03 მაისი 2016 12:55
0
რა ცუდი სათაურია, ადამიანი იფიქრებს, რომ ოჯახში სერიოზული უთანხმოება აქვთო. რცხვენოდეს ჟურნალისტს, ნუთუ სხვაგვარი აზრი ვერ გამოიტანა ინტერვიუდან?
მამუკა რომ დიდ სპორტსმენობასთან ერთად დიდი ადამიანი და ნამდვილი პატრიოტიცაა, ეს ინტერვიუც ამტკიცებს. გამარჯვებებს ვუსურვებ თავისი და სამშობლოს სასახელოდ!!!
ენლილ
02 მაისი 2016 12:59
0
როგორ გინდა რომ არ გიყვარდეს ეს კაცი?
B-52
02 მაისი 2016 12:09
0
მშვენიერი ინტერვიუა დიდებული ქართველისაგან, და რატომ ეს იდიოტური სათაური?
Tekla
30 აპრილი 2016 20:12
0
აი,ნამდვილი კარტველი ვაჟკაცი.ღკმერტი იყოს შენი ოჯახისა და შენი საკარტველოს მფარველი.
ბესო
30 აპრილი 2016 19:07
0
ეს დებილი სათაური რომ არ დაგერქმიათ..
levani
30 აპრილი 2016 18:41
0
ყოჩაღ მამუკა ნამდვილი ქართველი და მამულიშვილი ხარ! მხოლოდ შენსავით მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ გადაარჩინონ საქართველო და არა მარტო საქარელო სამყაროც!
ზაური
30 აპრილი 2016 14:14
0

სიახლეები პოპულარული