მამუკა გორგოძე: მეუღლესთან უთანხმოების მიუხედავად, საქართველოში დავბრუნდები

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ინტერვიუს წინათქმაში მამუკა სამშობლოზე საუბრობს:

"საქართველო ჩემი ქვეყანაა, კარიერას რომ დავასრულებ, იქ დავბრუნდები. საფრანგეთში, უბრალოდ, ვმუშაობ. ამის გამო მცირე უთანხმოებაც კი მაქვს მეუღლესთან. არა, ის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შვილების გამო შიშობს.

ისინი საფრანგეთში იზრდებიან და საქართველოში ცხოვრება შეიძლება გაუჭირდეთ. მე ეს მესმის, მაგრამ შექმნილი სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველო სულაც არ არის საშიში ქვეყანა.

იქ ცხოვრება უფრო უხიფათოა, ვიდრე საფრანგეთში, რადგან კრიმინალის დონე ჩვენთან უფრო მცირეა.

კი, რა
თქმა უნდა, ისეთი მეზობლების გამო, როგორც რუსეთია, ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემები, ქვეყანა ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ საქართველო დიდებული ქვეყანაა, ხალხიც უფრო თბილია", - აცხადებს გორგოძე "ეკიპთან" ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს კაცი არის მაგალითი. გენაცვალე!!!!!
giorgi
29 აპრილი 2016 18:08
0
ჯიგარი ხარ!!! გვეამაყები ბაღდათს
gia
29 აპრილი 2016 18:05
0
ა კაცი, ძალიან მაგარი და აღიარებული სპორცმენი მსოფლიო რაგბის სამყაროში, როგორი სითბოთი საუბრობს სამშობლოზე, ზოგიერთმა არაფრისმაქნისი რო იტყვის, რომ საქართველო ქვეყანა არაა და ქართველები არ ვარგიან, თუმცა ესეთების აზრი ბოდიში და ერთ ადგილას.......
llcl
29 აპრილი 2016 17:55
0

სიახლეები პოპულარული