13:25 07-06-2016
რაგბი. ლეგიონი: გოდერძი შველიძე რაგბის გამოემშვიდობა [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ეყოლება. შარშანდელი გამარჯვებული, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" არათუ პლეი ოფში ვერ მოხვდა, არამედ გავარდნას გადაურჩა. ბოლო ტურში ეს პარიზული გუნდი სტუმრად ეთამაშა "კასტრს" და 14:35 წააგო. სწორედ ამ გამარჯვებით დაიბევეს კასტრელებმა საპლეიოფო ექვსეულში ადგილი. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.
"კასტრის" მეტოქე ნახევარფინალში გასასვლელ შესარჩევ მატჩში მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე" იქნება, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურში მონპელიელები სტუმრად დამარცხდნენ დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" - 25:40. ამ მატჩში ქართველთაგან ნარიაშვილმა ითამაშა, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს.
ხინჩაგიშვილის გუნდი, თავის მხრივ, პლეი ოფში ვასილ კაკოვინის "ტულუზს" ეთამაშება. ფრანგული რაგბის გრანდმა ბოლო ტურში სტუმრად მოუგო "გრენობლს" - 53:14 და რეგულარულ გათამაშებაში მე-5 ადგილს დასჯერდა. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.
რეგულარული გათამაშება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" მოიგო. "ვულკანებმა" ბოლო ტურში შინ დაამარცხეს გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" - 57:8. ბაზაძე და ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ერთდროულად, 41-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე ყაულაშვილის ლელოთი გაიხსნა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებს მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი", რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურში ტულონელებმა შინ დიდი ანგარიშით მოუგეს "ბორდოს" - 44:3. მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა 51-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.
ბრივში რაგბიდან გაცილება მოუწყვეს საქართველოს ნაკრების ყოფილ პირველხაზელს, გოდერძი შველიძეს, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა, 62 კეპი მოიხვეჭა და შვიდი ლელო გაიტანა. "პოს" წინააღმდეგ, რომელიც "ბრივმა" 46:10 დაამარცხა, შველიძესთან ერთად გიორგი ჟღენტმა ითამაშა. შველიძე 46-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტმა კი მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.
პირველი დივიზიონის დატოვება მოუწევს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც ბოლო ტურში შინ მოუგო კიდევ ერთ ხელმოცარულ "ოიონაქსს" - 23:19. მჭედლიძემ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
TOP 14. XXVI ტური
გრენობლი-ტულუზი 14:53, ტულონი-ბორდო 44:3, ბრივი-პო 46:10, კლერმონი-ლა როშელი 57:8, აჟენი-ოიონაქსი 23:19, რასინგი-მონპელიე 40:25, კასტრი-სტად ფრანსე 35:14
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 26 18 1 7 +304 88(14)
2. ტულონი 26 16 0 10 +318 82(18)
3. მონპელიე 26 18 0 8 +154 81(9)
4. რასინგი 26 18 1 7 +92 81(7)
5. ტულუზი 26 16 2 8 +287 79(11)
6. კასტრი 26 15 0 11 +154 71(11)
7. ბორდო 26 14 2 10 +49 67(7)
8. ბრივი 26 13 1 12 -5 62 (8)
9. ლა როშელი 26 11 0 15 -103 54(10)
10. გრენობლი 26 10 0 16 -174 47(7)
11. პო 26 10 1 15 -255 46(4)
12. სტად ფრანსე 26 9 0 17 -88 41(5)
14. აჟენი 26 5 0 21 -315 26(6)
13. ოიონაქსი 26 5 0 21 -418 24(4)
პლეი ოფი
მონპელიე-კასტრი
მეტრო რასინგი-ტულუზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული