ურჯუკაშვილი ფედერალ 2-ში დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა მალხაზ ურჯუკაშვილმა, რომელმაც გასული სეზონი ფედერალ 1 დივიზიონში აღზევებულ "ფიჟაკში" გაატარა, ხელშეკრულება ფედერალ 2 დივიზიონში მოასპარეზე "გურდოსთან" გააფორმა.

"გურდოში" რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე თამაშობდა. მაშინ გუნდმა ფედერალ 1 დივიზიონში წარუმატებლად იასპარეზ, დაქვეითდა და მას შემდეგ ფედერალ 2 დივიზიონში ბინადრობს.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებიდან ერთადერთი, ვინც დღემდე უგუნდოდაა, მეორეხაზელი ილია ზედგინიძეა, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე დავით კაჭარავას "ნიცასთან".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სახელები და გვარები რომ დააწეროთ, ძნელია?
ქუთაისელი
12:30 27-12-2017
0

სიახლეები პოპულარული