გიორგი ნემსაძე: ინგლისურ პრემიერლიგაში ახალ ცხოვრებას ვიწყებ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა "ბრისტოლ რაგბიმ" ოფიციალურად დაადასტურა ქართველი მეორეხაზელის, გიორგი ნემსაძის ტრანსფერი.

"ბრისტოლ რაგბიმ" დაიმატა გამოცდილი ქართველი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელსაც 60-ზე მეტი კეპი აქვს ნაკრებში მოპოვებული. ის მსოფლიოს 2011 და 2015 წლების თასებზე თამაშობდა.

6,5 ფუტის სიმაღლისა და 120 კგ წონის ნემსაძე ბრისტოლში ფრანგული პრო D2-ის "ტარბიდან" მოვიდა", - წერს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

"გიორგი აკმაყოფილებს პრემიერლიგის მეორეხაზელის ყველა მონაცემს. ის მძიმეა, მიმწოლი და მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები საქართველოს ნაკრების შერკინებაში საკმაოდ მაღალ საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ მხოლოდ ისეთ მოთამაშეებს ვიყვანთ,
ვინც "ბრისტოლის" სტანდარტებსა და სარაგბო კულტურას აკმაყოფილებს. ის თითქმის ათი წელი თამაშობდა საფრანგეთში და მისი სარაგბო ცოდნა მაღალია, ისევე, როგორც მოთამაშის ფიზიკური ინტენსივობა", - განაცხადა "ბრისტოლის" დირექტორმა ენდი რობინსონმა.

ნემსაძეს ადრე "დომონში", "მასიში", "მონტობანსა" და "ვალანს-დ'აჟენშიც" უთამაშია. გასულ სეზონში "ტარბში" მან 15 შეხვედრაში 2 ლელო დადო.

"უმაღლეს დონეზე თამაში ჩემი ამბიცია იყო. ამიტომ მოხარული ვარ, რომ "ბრისტოლში" ვარ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ პრემიერლიგაში.

საკმაო ხანს ვესაუბრე ენდი რობინსონს და მოვიხიბლე კლუბის ამბიციებითა და გეგმებით. ჩემთვის მთავარია დაუღალავი მუშაობა თანაგუნდელთა დასახმარებლად და 100%-ის ჩადება გუნდის საკეთილდღეოდ. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს "ბრისტოლში", - განაცხადა ქართველმა ახალწვეულმა.

31 წლის ნემსაძე "ბრისტოლის" მეათე ახალწვეულია. შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონში "ბრისტოლმა" ჩემპიონშიპი მოიგო და პრემიერლიგაში გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ გიო და დიდ წარმატებებს გისურვებ
ლევანი
15:14 22-08-2016
0
წარმატებები...ეს ერთი და სხვა მრავალი....
მერაბი
18:37 25-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული