დავით დადუნაშვილის, გიორგი ხუდოევისა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" სტუმრად სძლია ასტამურ იოსელიანისა და გიო სორდიას "სენ ნაზერს" - 27:13. ქართველთაგან მხოლოდ დადუნაშვილმა ითამაშა, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერიმ" ასევე სტუმრად წააგო "ნევერთან" - 10:19. ბიწაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და
ილია კაიკაციშვილის "ოში" კი შინ ქართველებისგან დაცლილ "მასისთან" დამარცხდა - 14:21. კაიკაციშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.
ფედერალ 1. A ჯგუფი
სენ ნაზერი-ტარბი 13:27, ლიმოჟი-ბურგ ან ბრესი 22:11, ობენა-რომანი 35:12, ოში-მასი 14:21, ნევერი-შამბერი 19:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ობენა - 5 ქულა, 2. ტარბი - 4, 3. ლიმოჟი - 4, 4. ნევერი - 4, 5. მასი - 4, 6. ოში - 1, 7. ექსი - 0, 8. შამბერი - 0, 9. ბურგ ან ბრესი - 0, 10. სენ ნაზერი - 0, 11. რომანი - 0.
ინგლისის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ მიიღო "გლოსტერი" და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 23:23. ბრეგვაძე თადარიგში იყო და მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.
ზედიზედ მეორე მარცხი იგემა პრემიერშიპში დაბრუნებულმა გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა". ჩვენებურის ამ გუნდმა შინ წააგო "ნორსჰემპთონთან" - 10:32.
ნემსაძემ სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა, რომელმაც "ჰარლიქვინზ A"-ს მოუგო - 37:26. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა სრულად ითამაშა და მეორე ტაიმში ლელო გაიტანა. "ბრისტოლი" და "ვორსტერი" აუტსაიდერთა შორის არიან.
ინგლისი. II ტური
ვორსტერი-გლოსტერი 23:23, სეილ შარქსი-ჰარლიქვინზი 19:10, ბასი-ნიუკასლი 58:5, ლესტერი-ვოსფსი 22:34, ბრისტოლ-ნორსჰემპთონი 10:32, ექსეტერი-სარასენზი 13:34
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 10 ქულა, 2. ბასი - 9, 3. ვოსფსი - 9, 4. ნორსჰემპთონი - 6, 5. სეილ შარქსი - 5, 6. ლესტერ ტაიგერსი - 5, 7. ჰარლიქვინზი - 4, 8. გლოსტერი - 4, 9. ნიუკასლი - 4, 10. ვორსტერი - 2, 11. ბრისტოლი - 1, 12. ექსეტერი - 1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"