გასულ კვირაში "სანვულვზმა" ახალზელანდიურ "ჩიფსს" უმასპინძლა და 17:43 დამარცხდა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, მოლი ლელოთი დაასრულა, რის შემდეგაც ანგარიში 12:24 გახდა. ბრეგვაძემ მოედანზე 62 წუთი გაატარა, დერეფანში ყველა ბურთი უშეცდომოდ ააგდო, საიმედო იყო დაცვაში და აქტიურობდა შეტევებში.
ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ბურჯი ზურაბ ჟვანია. მან ინგლისის პრემიერშიფის მე-10 ტურში შეცვლაზე 31-ე წუთიდან ითამაშა. "უოსფსი" სტუმრად
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში, სტუმრად "ემფთილთან" 5:13 დამარცხდა "ლონდონ სქოთიში". სტუმართა მარქაფაში იყო მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.
ტოპ 14
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა "ბორჯღალოსანთა" 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. მას მიმდინარე სეზონში "ბრივის" მაისურით უკვე ჰქონდა გატანილი 4 ლელო, ოღონდ ჩელენჯ ქაფზე, ამჯერად კი თავი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, "ტულონთან" გამოიჩინა. 23 წლის მორაგბე "ბრივში" 2016 წლიდან თამაშობს და ტოპ 14-ში ლელო მეორედ (პირველი 2017 წელს "ლიონთან") გაიტანა.
რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ლობჟანიძე სტუმრად მოთამაშე "ბრივის" შემადგენლობაში მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, 4 წუთში თანაგუნდელთან ერთად მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ლელოში შესულ ოვალთან პირველი გაჩნდა. ამ მომენტში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, თუმცა "ტულონმა" მალე კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 34:17 იმარჯვა.
სტუმართა რიგებში ასევე შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა კახა ასეიშვილმა. "ტულონის" განაცხადში იყო ბექა გიგაშვილი, რომელიც მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიდერთა ჯახში, "ბორდომ" "ლიონი" 37:19 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა რიგებში 49-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.
"მონპელიემ" და "ბეიონმა" ერთმანეთს 4-4 ლელო გაუტანეს, თუმცა სტუმრებს ერთი გარდასახვა გაუცუდდათ და "მონპელიემ" 31:29 იმარჯვა. მასპინძელთა განაცხადში ერთბაშად 5 ქართველი ლეგიონერი იყო. შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. მის მარქაფაში ლუკა აზარიაშვილი იყო, თუმცა მოედანზე შესვლა არ მოუწია.
სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომლის ნაცვლად 61-ე წუთზე მოედანზე უშანგი ჭეიშვილი გამოჩნდა. ასევე ძირითადში იყო და 43 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ.
აუტსაიდერმა "აჟენმა" უშუალო კონკურენტ "კასტრს" უმასპინძლა და 24:43 დამარცხდა, რითაც სიტუაცია გაირთულა. მასპინძელთა რიგებში პირველი 40 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.
პრო დე2
პრო დე2-ის მე-20 ტურის პირველ, ცენტრალურ მატჩში, "გრენობლმა" "პერპინიანს" უმასპინძლა და 20:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.
"ანგულემმა" "ვალანსი" მიიღო და უხვქულიან მატჩში 36:34 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში 53-ე წუთიდან ითამაშეს ლუკა გოგინავამ (ანგულემი) და მირიან ბურდულმა (ვალანსი).
ქართველების "ორიაკი" "ბეზიეს" ეწვია და მცირედი სხვაობით მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა – 12:16. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ცუცქირიძე, მოედანზე 47 წუთი გაატარა ბურჯმა ჯემალ შათირიშვილმა, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 57-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრად "კარკასონთან" მცირედით დამარცხდა და ბონუსი აიღო "მონ-დე-მარსანმა" (35:37). სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი, რომელმაც მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო გელა მურუსიძე.
ერთ-ერთ ლიდერ "ოიონასთან" სტუმრად 23:22 იმარჯვა "რუანმა", რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. სტუმართა შორის დასკვნითი 10 წუთი ითამაშა თამაზ მჭედლიძემ.
ტურის დასკვნით შეხვედრაში "კოლომიემ" "ნევერი" მიიღო და 39:24 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი იყო. "კოლომიეს" რიგებში 48 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა, სტუმართა შორის კი შესვენებაზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
https://www.rugbyrama.fr/rugby/pro-d2/2018-2019/sondage-elisez-votre-xv-de-la-saison-de-pro-d2-le-pilier-gauche_sto7776955/story.shtml?fbclid=IwAR2JYLY5mBN7oeF0FXySQDlfHJBi7Rx_WWDUkuZuv0rhdBtZFM94yDECOi0