"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ბაია მარესთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

28 წლის მორაგბე ამჟამად თბილისშია და ფორმის შესანარჩუნებლად "შევარდენის" ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ახალ გუნდს კი 2020 წლის 11 იანვარს შეუერთდება.

"აგენტის მეშვეობით სხვადასხვა კლუბს ჩემი მონაცემები და თამაშების ვიდეოჩანაწერები დავუგზავნე. ყველაზე საინტერესო წინადადება რუმინეთიდან მივიღე, რის შემდეგაც "ბაია მარეში" ჩავედი, რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და მათთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გავაფორმე",- ამბობს ბიწაძე და განაგრძობს:

"შარშან საფრანგეთში, ფედერალ1-ში ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ რუმინეთის სუპერლიგა მას სიძლიერით აღემატება. ველაპარაკე ბიძინა სამხარაძეს, რომელიც შარშან "ბაია მარეს" კაპიტანი იყო და მან კლუბი კარგად დაახასიათა. პროფესიონალური გუნდია და ჩემ გარდა, იქ კიდევ 14 ლეგიონერია. ზოგადად, რუმინეთის ჩემპიონატში ლეგიონერები მრავლად არიან, უმეტესად, კუნძულელები. ახალი გუნდი და ახალი ჩემპიონატი ჩემთვის გამოწვევაა და მაქსიმალურად ვეცდები, თავი კარგად წარმოვაჩინო."

"ბაია მარეს" სუპერლიგის მიმდინარე სეზონში რვავე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს. ბიწაძის გარდა, მის შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი ლეგიონერია - ბურჯი რევაზ დუგლაძე და ცენტრი ხვიჩა ჯგერენაია. რუმინეთის ჩემპიონატი 4 აპრილს განახლდება.

ბექა ბიწაძეს "ბორჯღალოსნებში" დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ნაკრების კვართი 29 მატჩში მოირგო და 9 ლელო გაიტანა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება