საფრანგეთში ავარიის შედეგად 20 წლის ქართველი მორაგბე გარდაიცვალა

AutoSharing Option
საფრანგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქართველი მორაგბე, კლუბ "რუანის" ახალგაზრდული გუნდის ბურჯი რამაზ მამედოვი გარდაიცვალა.

lerugbynistere.fr-ის ცნობით, მამედოვი სკუტერით განათების ბოძს შეეჯახა. მორაგბე რუანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა 14 სექტემბერს საღამოს მოხდა. რამაზ მამედოვთან ერთად მისი ქართველი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო.

საფრანგეთში წასვლამდე რამაზ მამედოვი კლუბ თბილისის "ხულიგანას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მეწყინა,ძნელი მოსასმენია ,როცა გეს მის ,რომ დიდ გზაზე შემდგარი ახალგაზრდა ადამიანი ტრაგიკული შემთხვევის თუ დაუდევრობის გამო მიდის ამ ცხოვრებიდან.ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.
სოსო
14:39 21-09-2016
0
რაო სადაურია?
ამ მარაზმს როდის მოეშვებით?
ქართველი კიარა საართველოს მოქალაქე.
Darko
11:04 19-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული