რაგბი. ლეგიონი: ქართველების ლელოთა ცვენა საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მორიგი, მე-6 ტური ელიტურ, პირველ დივიზიონში ისევ გამორჩეული გამოდგა ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობისთვის. სადღეისოდ, სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური ჩვენებურთა კლუბებს უკავიათ. ესენია: "ლა როშელი", "მონპელიე" და "კლერმონი". ლიდერებს მჭიდროდ მიუახლოვდა ვარსკვლავებით დახუნძლული "ტულონი".

ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ ტულონში გაიმართა, სადაც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონმა" დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" უმასპინძლა.

თამაში, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთი იყო დარჩენილი, "ტულონი" 16:21 აგებდა. მასპინძელთა შეტევა თითქოს კლერმონელთა ლელოს მისადგომებთან შეფერხდა. თუმცა,
წარმოქმნილ რაკთან გორგოძე გაჩნდა, ჩვეულ სტილში, თითქოს გვერდიდან შესულმა ბურთი აიტაცა, მეტოქის დაცვა გაარღვია და ლელო ზედ კარის ძელთან გაიტანა. ამას ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და "ტულონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 23:21.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გორგოძის შესანიშნავი თამაში, ცხადია, მსოფლიოს სარაგბო მედიას არ გამორჩენია. ამასთან ერთად, სოციალური ქსელების მეშვებით მას გამარჯვება და ბრწყინვალე თამაში მიულოცა სამხრეთაფრიკელმა რაგბის ლეგენდამ, "ტულონის" ყოფილმა მეორეხაზელმა ბაკის ბოთამ.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, ზირაქაშვილი და კოლელიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ექვსი ტურის შემდეგ გათამაშებას ყველასთვის მოულოდნელად ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" ლიდერობს, რომელმაც ოთხი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. ჩვენებურის გუნდმა ამჯერად დავით ხინჩაგიშვილის ბასკურ "ბაიონს" უმასპინძლა და 34:17 დაამარცხა.

ხინჩაგიშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

ლაროშელელებს ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დაამარცხა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი" - 42:13.

"მონპელიეს" სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მიქაუტაძე 51-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი ოთხი წუთის შემდეგ, ნარიაშვილმა ამ უკანასკნელზე ხუთი წუთით მეტი ითამაშა. ბრიველი ქართველები განაცხადში არ იყვნენ.

TOP 14. VI ტური
კასტრი-რასინგი 31:23
ბორდო-ლიონი 32:10
გრენობლი-პო 38:39
ლა როშელი-ბაიონი 34:17
ტულუზი-სტად ფრანსე 23:18
მონპელიე-ბრივი 42:13
ტულონი-კლერმონი 23:21.

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) ძირითადში (41 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში ლ
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (49 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (55 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (51 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (60 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (59 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (62 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადაში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხაში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლა როშელი 6 4 1 1 +52 21(3)
2. მონპელიე 6 4 0 2 +74 19(3)
3. კლერმონი 6 3 2 1 +63 19(3)
4. კასტრი 6 3 1 2 +50 16(2)
5. ტულონი 6 3 0 3 +3 15(3)
6. ბორდო 6 3 0 3 +2 14(2)
7. რასინგი 6 3 0 3 -13 14(2)
8. პო 6 3 0 3 -15 14(2)
9. ბრივი 6 3 1 2 -29 14(0)
10. ტულუზი 6 3 0 3 -18 13(1)
11. სტ.ფრანსე 6 2 1 3 +8 12(2)
12. ლიონი 6 2 1 3 -36 11(1)
13 ბაიონი 6 1 1 4 -60 6(0)
14. გრენობლი 6 1 0 5 -81 6(2).

მეორე დივიზიონში ზედიზედ მეორედ გაიტანა ლელო "აჟენის" გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, რომელმაც ამჟამად, ბექა გორგაძის "მონ დე მარსანთან" გასვლით მატჩში შუამარბად ითამაშა. აჟენელებმა მეტოქე ორი ქულის სხვაობით 23:21 დაამარცხეს და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდნენ.

მჭედლიძემ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი 47-ე წუთზე შეცვალეს, გორგაძე მოედანზე 77-ე წუთიდან გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წლევანდელ სეზონში პირველი ლელო მიითვალა "ბეზიეს" მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ. ლანგედოკელებმა შინ მიიღეს ბექა შეყლაშვილის "ალბი" და 36:15 დაამარცხეს. ლომიძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო მატჩის მიწურულს, მე-80 წუთზე გაიტანა, შეყლაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვლავ განაგრძობს ქომაგებისა და სპეციალისტების გაოცებას შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი", რომელმაც მეოთხე გამარჯვება მიითვალა. ამჯერად, ჩვენებურთა გუნდმა შინ სძლია "მონტობანს" - 25:15. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა.

გათამაშებას კი ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკი" უდგას სათავეში. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "ნარბონი" - 27:7. დათუნაშვილი, შარიქაძე და ხატიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

PRO D2. V ტური
მარსანი-აჟენი 21:23
ანგულემი-მონტობანი 25:15
ორიაკი-ნარბონი 27:7
ბეზიე-ალბი 36:15
ბურგუენი-დაქსი 35:13
ოიონაქსი-კარკასონი 35:20
ბიარიცი-კოლომიე 34:24
ვანი-პერპინიანი 19:13.

ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში (75 წთ)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (62 წთ) ლ
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში 59 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში (46 წთ)
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (51 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (73 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) შეცვლაზე (77 წთ)
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ძირითადში (47 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში ლ
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (61 წთ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ორიაკი 5 4 0 1 +62 19(3)
2. ანგულემი 5 4 0 1 +1 16(0)
3. ბეზიე 5 3 0 2 +27 14(2)
4. აჟენი 5 3 1 1 -4 14(0)
5. კოლომიე 5 3 0 2 +24 13(1)
6. ვანი 5 2 2 1 +8 13(1)
7. დაქსი 5 3 0 2 -20 13(1)
8. ოიონაქსი 5 2 0 3 +30 12(4)
9. ბურგუენი 5 2 1 2 +15 12(2)
10. მარსანი 5 2 0 3 +1 11(3)
11. ბიარიცი 5 2 0 3 +16 10(2)
12. კარკასონი 5 2 1 2 -10 10(0)
13. მონტობანი 5 2 0 3 -6 9(1)
14. ალბი 5 1 1 3 -37 6(0)
15. პერპინიანი 5 1 0 4 -52 5 (1)
16. ნარბონი 5 1 0 4 -55 4(0)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟურნალისტებო იქნებ კოლელიშვილზე დაწეროთ რამე რატომ არ თამაშობს???
zaza
18:58 27-09-2016
0
სკუადრა აძურა, როგორ გერხევა რომ იცოდე. ამ ბიჭების გამჩერებელია იტალია? მეტი არაა ჩემი მტერი!
bavaria
12:42 27-09-2016
0

სიახლეები პოპულარული