18:00 03-10-2016
ვინ დადო "ტულონის" პირველი ლელო, მამუკა გორგოძემ თუ გირადომ? [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ლევან ჩილაჩავა (მე-3 ნომერი) და მამუკა გორგოძე (მე-4), ხოლო სტუმრებში - კონსტანტინე მიქაუტაძე (მე-4). მე-2 ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ასე რომ, "მონპელიეს" პირველი ხაზი მთლიანად ქართული იყო.
33-ე წუთზე მასპინძლებმა პირველი ლელო დადეს. დამაგვირგვინებელ ფაზაში ყველაზე მეტად მამუკა და ჰუკერი გირადო აქტიურობდნენ, მაგრამ კარგად არ ჩანს, რომელმა მათგანმა დადო ლელო.
"ტულონის" "ფეისბუქის" გვერდი ლელოს მამუკას უთვლის, ხოლო ზოგი, მათ შორის, TOP 14-ის ოფიციალური საიტი - გირადოს.
"ტულონი" 20 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "მონპელიე" 19 ქულით მე-4 ადგილზეა.
"მიდი ოლიმპიკმა" (rugbyrama.fr) გორგოძე კვლავ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
"გორგოძე - 7,5 ბალი - ის ისევ ძალიან კარგი იყო, როგორც "კლერმონთან" შეხვედრაში. ქართველი ახლა დიდებულ ფორმაშია. მანოასთან ერთად ხაზში იგებდა ყველაფერს, პირველი ლელოს დასკვნით ფაზაშიც აღმოჩნდა. მან ასე უნდა გააგრძელოს სხვა თამაშებშიც", - წერს გამოცემა.
სიმბოლურ ნაკრებშია "ტულუზის" ვასილ კაკოვინიც, რომლის გუნდმაც "გრენობლს" 31:3 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გორგოძემ დადო მაგრად ჩანს, ვენაცვალე ჯიგარში.............
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული