საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურის გუნდი შინ დაუპირისპირდა "ნიუკასლს" და დიდი გაჭირვებით სძლია - 11:8.
ბრეგვაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო. "ვორსტერი" ახლა 9 ქულით მე-10 ადგილზეა.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობა აქვს გიორგი ნემსაძის "ბრისტოლს", რომელმაც შინ წააგო "სარასენზთან" - 0:39. ბრისტოლელებს ახლა 1 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.
ნემსაძემ სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა, რომელიც "გლოსტერ იუნაიტედთან" 29:31 დამარცხდა. ნემსაძემ სრულად ითამაშა და ორი ლელო გაიტანა,
* * *
მე-5 ტურის მატჩები გაიმართა კელტთა ლიგაში, სადაც 21 ქულით ანტონ ფეიქრიშვილის "ალსტერი" ლიდერობს. ჩვენებურის გუნდმა ამჯერად შინ დაამარცხა უელსური "ოსფრიზი" - 9:7. ფეიქრიშვილი, რომელიც ამ გუნდში "სამედიცინო ჯოკერის" სტატუსით მოხვდა, განაცხადში არ იყო. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"