ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას უელსურ "კარდიფში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი უელსურ "კარდიფ ბლუსში" გადავიდა. 29 წლის მორაგბე აქამდე ირლანდიური "ალსტერის" ღირსებას იცავდა, კარდიფში კი სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მანამდე ფეიქრიშვილს ფრანგულ კლუბებში: "აჟენში", "კასტრში", "ბრივსა" და "ბაიონში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 23 კეპია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ბურჯის შეძენა და ანტონი ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

საქართველოს, ტრადიციულად, ძალიან კარგი ბურჯები ჰყავს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ანტონი ძალიან ძლიერია. მას ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება ტოპ-14-ში თამაშის.

ვნახოთ, როგორ დაეხმარება ანტონი ჩვენს გუნდს. პლუს, მისგან
ველით, რომ ქართველი ჩვენს ახალგაზრდა ბურჯებს გამოცდილებას გაუზიარებს და ბევრ რამეს ასწავლის", - განაცხადა გუნდის მწვრთნელმა დენი უილსონმა.

"კარდიფი" "გინეს პრო-12" ლიგაში თამაშობს, სადაც უელსური, შოტლანდიური, ირლანდიური და იტალიური კლუბები თამაშობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული