ანტონ ფეიქრიშვილი მეტოქის ცემისთვის 6-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ქართველ მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილს უელსური "ოსპრეისის" ფლანკერ რობ მაკკასკერის ცემისთვის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

18 ნოემბერს ინგლისურ-უელსურ თასზე "კარდიფ ბლუსი" შინ 7:31 დამარცხდა "ოსპრეისსთან". ამ შეხვედრაში მასპინძელთა ქართველი მორკინალი ანტონ ფეიქრიშვილი ჩხუბისთვის გააძევეს.

29 წლის ქართველმა, მას მერე, რაც "კარდიფთან" ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა, სულ ორჯერ ითამაშა. მის დისკვალიფიკაციას (ნებისმიერ ტურნირში) ვადა 2 იანვარს გასდის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცემა კი არა უკბინა
0

სიახლეები პოპულარული