- რაგბი. ლეგიონი: ფრანგულ ელიტაში 37 ლეგიონერი გვეყოლება
ინგლისის პრემიერშიპში "ლონდონ აირიში" წლეულს დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებას მიჰყო ხელი. გუნდის ახალწვეულებს შორის საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძეცაა. ის ინგლისში საფრანგეთიდან გადაბარგდა, სადაც ჯერ "მონპელიეში" ირჯებოდა, გასულ სეზონში კი ლანგედოკური "ბეზიეს" ღირსებას იცავდა.
"ლონდონ აირიშის" "ფეისბუკის" გვერდზე ლაშა ლომიძის წარმდგენი ვიდეორგოლი აიტვირთა, რომელიც ქომაგებს მოუწოდებს, დროულად შეიძინონ
ინგლისში, ოღონდ ერთი დივიზიონით ქვემოთ ითამაშებს გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი". საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ამ გუნდში შარშან ჩაირიცხა. ბრისტოლელები ინგლისის "პრემიერშიპში" ასპარეზობდნენ, თუმცა ხელი მოეცარათ. ნემსაძეს თამაში იშვიათად უწევდა. მერე გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, რომელმაც მას "ბრისტოლში" დარჩენა შესთავაზა.
"კარდიფ ბლუზი" "კელტთა ლიგაში" ერთ-ერთი გამორჩეული "ფრანჩაიზია". უელსურ გუნდში საქართველოს შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გასული სეზონის შუაწელში ჩაირიცხა და ამ კლუბში კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"