ინგლისში საქართველოს A ნაკრების გამგზავრება იყო დაგეგმილი, მაგრამ სათანადო შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, ამიტომ მწვრთნელებმა - ლევან მაისაშვილმა და ნიკოლოზ ჭავჭავაძემ სათადარიგოებს უხმეს, თან რუსეთთან მატჩის მონაწილენი - ირაკლი ჩხიკვაძე, ჯაბა ბრეგვაძე, და ვიტო კოლელიშვილი დაიმატეს და „მომავლის საქართველოს“ სახელით ესტუმრნენ გლოსტერის „კინგსჰოლმ სთედიუმს“.
ბრიტანულ
ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გელა შალამბერიძე, ლაშა აზალაძე, ლაშა თავართქილაძე, ზვიად მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ირაკლი ღვინჯილია, გიორგი ჯიმშელაძე, გიორგი შკინინი, კარლენ ასეიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, რეზო ბელქანია, გიორგი მენაბდიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ხმალაძე, რევაზ გიგაური, ირაკლი ჩხიკვაძე, ელიზბარ ყუფარაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაჩუკი გუჯარაიძე, სანდრო ნიჟარაძე, გოდერძი ჯოგლიძე, გიგა კორკელია, ირაკლი ყიასაშვილი, დავით დაუშვილი.
„მომავლის ბორჯღალოსნები“ მომდევნო შეხვედრას 28 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ.
გმადლობთ, რომ შენიშვნებს ითვალისწინებთ...