"არმია" იწყებს და იგებს

AutoSharing Option
საშინაო სარაგბო სეზონი შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპით გაიხსნა. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ასპარეზობაში 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველი ეტაპი "არმიამ" მოიგო, რომელიც წლეულს "თსუ\ლომების" ბაზაზე შეიქმნა და რამდენიმე ახალი მორაგბით გაძლიერდა. არმიელებს საკმაოდ ამბიციური მიზენბი აქვთ, რისი საფუძვლიანობაც ამ ტურნირის მოგებით დაამტკიცეს.

ფინალში "არმიამ" ქუთაისის "აიას" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 19:14. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. მოულოდნელად წარუმატებლად იასპარეზა შციდკაცა რაგბის შარშანდელმა
ჩემპიონმა თბილისის "ყოჩებმა", რომელმაც საბოლოოდ პირველლიგელ ფოთის "რაინდებთან" მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილები გაიყო.

მეორე ეტაპი ზაფხულში, ივლისის დასაწყისში გაიმართება.

A ჯგუფი: ყოჩები-ლოკომოტივი 14:22, ბაგრატი-ლოკომოტივი 5:35, ყოჩები-ბაგრატი 17:26.
B ჯგუფი: აია-ლელო 35:5, ხულიგანა-დევები 14:0, აია-დევები 31:0, ხულიგანა-ლელო 5:0, ლელო-დევები 45:7, აია-ხულიგანა 34:12
C ჯგუფი: რაინდები-თიბისი 5:17, ბათუმი XV-თიბისი 28:0, ბათუმი XV-რაინდები 59:0
D ჯგუფი: აკადემია-არმია 0:19, ხარები-არწივები 54:0, აკადემია-არწივები 47:0, ხარები-არმია 7:12, არმია-არწივები 48:0, აკადემია-ხარები 28:7

ფიალა
რაინდები-არწივები 27:5, ყოჩები-დევები 47:0, ხარები-ყოჩები 15:12, ლელო-რაინდები 26:5
ფინალი
ლელო-ხარები 5:12

ფარი
ფინალი
არწივები-დევები 0:10

სინი
ხულიგანა-თიბისი 17:12, ბათუმი XV-ბაგრატი 26:22
ფინალი
ხულიგანა-ბათუმი XV 7:26

თასის მეოთხედფინალი
ბათუმი XV-აკადემია 10:14, არმია-თიბისი 40:0, ლოკომოტივი-ხულიგანა 24:5, აია-ბაგრატი 26:5

ნახევარფინალი
ლოკომოტივი-არმია 0:14, აკადემია-აია 5:17

ფინალი
არმია-აია 19:14 (დ.დ)

საბოლოო მდგომარეობა:
1.არმია
2.აია
3-4.აკადემია, ლოკომოტივი
5.ბათუმი XV
6.ხულიგანა
7-8.თიბისი, ბაგრატი
9.ხარები
10.ლელო
11-12.ყოჩები, რაინდები,
13.დევები
14.არწივები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული