ქალებიც და ვაჟებიც ამსტერდამში

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა და ვაჟთა შვიდკაცა რაგბის ნაკრებები ევროის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ორივე გუნდი გუშინ ჰოლანდიაში, ამსტერდამის შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაემგზავრა.

ამსტერდამში, უკვე დიდი ხანია ეს შეჯიბრება ტრადიციული ტურნირია. ვაჟთა შორის აქ 63 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 16 ჯგუფში არიან განაწილებულნი. წილისყრის შედეგად კახა ალანიას სამწყსოს მეტოქეებად H ჯგუფში შეხვდნენ "გოლდენ მონკისი", "ჰიზინსთემი" და "დარლინგტონი."

საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთიდან მობრუნებული ვეტერანი ქართველი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძე მოამზადებს. ჩვენი ქალთა გუნდი ამსტერდამში პირველად ითამაშებს. ტურნირში ქალთა 24 გუნდი
იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას "სამურაი", "ნიდრლანდს დეველოპმენი" და ნორვეგიის ნაკრები გაუწევს. ამსტერდამის შემდეგ, ჩვენი შვიდკაცა ნაკრებები რომის საერთაშორისდო ტურნირში ითამაშებენ.

საქართველოს ქალთა ნაკრები
შორენა გამსახურდია, ანა პოღოსიანი, ბელა გოგსაძე, მარეხი მაისურაძე, ნათია გიორგაძე, ნინო ელოშვილი, ნათია ცინცქილაძე, ეკატერინე ბალარჯშვილი, ნანა კაშია, ქრისტინე შალამბერიძე, ანა ანდღულაძე, ელეონორა გიგილაშვილი.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები
შალვა მახარაშვილი (ყოჩები), ივანე დავითაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი ქოპილაშვილი (სამივე-აკადემია), ვახტანგ კავთიძე, გიორგი კობერიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია, დავით ჩიტიძე (ხუთივე-ლოკომოტივი), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქები), რატი ნუცუბიძე (არმია), ზაქარია ზირაქაშვილი (ხარები)

ვაჟთა ტურნირი
H ჯგუფი
საქართველო, გოლდენ მონკის, ჰიზინსთემი და დარლინგტონი.
ქალთა ტურნირი
D ჯგუფი
საქართველო, სამურაი, ნიდრლანდს დეველოპმენი და ნორვეგია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე.ი. 7კაცას სასტავი უნივერსიადაზე მონაწილეობას არ მიიღეებს :)) მომწონს :))
lela
18:59 20-05-2011
0

სიახლეები პოპულარული