მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობას ებრძვიან

AutoSharing Option
სასტუმრო "რედისონში" გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა თბილისში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფში" მონაწილე ნაკრები გუნდების მორაგბეების გაწევრიანებას გაეროს გენერალური მდივნის გლობალურ კამპანიაში - "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად". ღონისძიება ტარდება გაეროს ქალთა ფონდის პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისთვის საქართველოში" მხარდაჭერით.

2008 წლის თებერვალში, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა წამოიწყო მრავალწლიანი გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად, რომელიც 2015 წლამდე გაგრძელდება. კამპანიის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია იმის უზრუნველყოფად, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ყველაზე მაღალ დონეზე, ქალთა მიმრთ
ძალადობის პრევენციის და აღკვეთისთვის იღწვოდნენ. კამპანია ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მამაკაცთა და ვაჟთა ჩართულობას.

2010 წლიდან დეკემბრიდან დღემდე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და ქართველ მორაგბეებთან.
პრესკონფერენციის დსრულების შემდეგ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფში" მონაწილე გუნდების მორაგბეებმა ხელმოწერით დაადასტურეს თავიანთი მონაწილეობა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიაში "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული