საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები საერთაშორისო ტურნირში პირველად წლეულს იასპარეზებს. ჩვენი გუნდი საფრანგეთის ქალაქ ანგლეში, 22-25 ივლისს FIRA AER-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპინატზე ითამაშებს. მას აქ მეტოქეობას გაუწევენ ირლანდიის, რუმინეთის, უელსის, რუსეთის, უკრაინის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები.
ჩვენი ეროვნული გუნდი ძირითადად შვიდკაცა რაგბის ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ქვიშის რაგბის
საქართველოს ნაკრები: გიორგი შკინინი (ხულიგანა), გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კალმახელიძე (ორივე-არმია), გიორგი ქოპილაშვილი (აკადემია), გიორგი აბრამიძე (აია), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ზაქრო ზირაქაშვილი (ხარები).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"