შავ ზღვაზე ცვლილებაა

AutoSharing Option
24 აგვისტოს თბილისში "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშება დაიწყება. იდეამ, რომელიც სქართველოს რაგბის კავშირს ეკუთვნის, განხორციელებმადე საკმაოდ რთული გზა განვლო. თავდაპირველად შეჯიბრებაში ორ-ორ ქართულ და რუმინულ კლუბებთან ერთად ოთხ რუსულ გუნდს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა უარი შემოთვალეს.

მერე, ოთხი რუსული გუნდი ორმა უკრაინულმა შეცვალა, თუმცა ბოლო მომენტში უკრაინის ჩემპიონმა "ხარკოვმა" უსახსრობა მოიმიზეზა და თბილისში სტუმრობა იუარა. საქართველოს რაგბის კავშირმა მის შემცვლელად შარშანდელი ბრინჯაოს მედლის მფლობელი თბილისის "ლოკომოტივი" დაასახელა.

ამრიგად "შავი ზღვის თასის" პირველ გათამაშებაში იასპარეზებენ "ლელო", "ბათუმი XV",
"ლოკომოტივი", არადი" , "ბუქარესტი" და "კრედო".

მანამდე კი 14-15 აგვისტოს ბათუმში ქვიშის რაგბიში ტრადიციული, მესამე ტურნირი ჩატარდება. წლევანდელ შეჯიბრებაში, სავარაუდოდ, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და თურქი მორაგბეებიც იასპარეზებენ.

ტურნირი სამ კატეგორიაში ჩატარდება, ერთმანეთს პროფესიული, მოყვარულთა და ქალთა გუნდები შეეჯიბრებიან.
პროფესიონალები: ქუთაისის "აია", "ბათუმი XV", თბილისის "ვისოლი\ყოჩები", ოზურგეთის "არწივები", თბილისის "თიბისი", თბილსის "ხულიგანა", თბილისის "აკადემია", გორის "თსუ\ლომები" და ფოთის "რაინდები".

მოყვარულები: სპორტული მედია, ქომაგთა ლიგა, რაგბის ვეტერანები, არმია, ეროვნული ბანკი და ტექნიკური უნივერსიტეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული