რაგბი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში

AutoSharing Option
პროექტი - რაგბი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის - გზა საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ პროგრამა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რაგბის კავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

2011 წლის აპრილიდან ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მიმდინარეობს რაგბის გაკვეთილები, რომელშიც მონაწილეობა 60-მა ახალგაზრდამ მიიღო. რაგბის სწავლება ამ დაწესებულების არასრულწლოვანთათვის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

გუშინ სასტუმრო თბილისი მერიოტში, პროექტის პრეზენტაცია-გამოფენა მოეწყო და პროექტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

პროექტზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა - ხათუნა კალმახელიძემ, გაეროს ბავშთა ფონდოს
წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაურმა, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა - ლაშა ხურციძემ ილაპარაკეს.

დავით ნამგალაური: "პროექტი მნშვნელოვანი და სასარგებლოა. რაგბი ჩვენთვის ტრადიციული, ეროვნული სპორტის სახეობაა და სულაც არ გვიკვირს, რომ ახალგაზრდების მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ეს ამ ახალგაზრდებს მომავალში საზოგადოებასთან ადაპტაციაში დაეხმარება".

თამუნა ყულუმბეგაშვილი ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული