ლელო ლელოებშიც ლიდერობს

AutoSharing Option
A ჯგუფის ფავორიტმა, საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის "ლელომ" რუმინულ "ბუქარესტთან" დაგეგმილი მეორე გამარჯვება მოიპოვა - 45:21 და "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშების ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

ლელოელებმა პირველ მატჩში ოდესელთაგან ნაცემ-ნაგვემი რუმინელები თავიდანვე დაჩაგრეს და 46-ე წუთისთვის 33:0-ს უგებდნენ. თუმცა თამაში "ბუქარესტის" შეტევით დაიწყო და სტუმრებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. მე-2 წუთზე რუმინელთა გარემარბმა ვიორელ მინკუმ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, ჩვეულად, დიდოსტატურად ურტყა კარში "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა. მან ოთხი საჯარიმო და სამი გარდასხვა გაიტანა (18 ქულა). ანგარიშიც
მე-7 წუთზე სწორედ ყიასაშვილმა გახსნა საჯარიმოთი, რასაც სამ წუთში კიდევ ერთი საჯარიმო მიუმატა.

მე-18 წუთზე ლელოს ჯერიც დადგა. არბიტრმა თბილისელთა სასარგებლოდ რუმინელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება დანიშნა. "ლელოს" მორკინალებმა მეტოქის შერკინების დაძვრა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, მერე შერკინებიდან გამოსული ბურთი მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ აიტაცა და მარჯვნივ, გრძელი ფრთისკენ შეუტია. ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ წარმოქმნილი რაკიდან კიდევ უფრო მარცხნივ, მეორეხაზელ ლაშა აზალაძეს გაუტანა ბურთი. მისი შეჩერება კი კარპატელებმა ვეღარ მოახერხეს. ყიასაშვილმა გარდასხა - 13:0. მანვე 24 და 29-ე წუთებზე ორი საჯარიმოც გიტანა. 19:0 - ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.

"ლელო" თამაშის განახლებისთანავე უფრო სერიზულად მოეკიდა საქმეს და ხუთ წუთში ორი ლელო გაიტანა. 42-ე წუთზე ბუქარესტელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში საქართველოს ჩემპიონებმა საკუთარი აუტი სუფთად მოიგეს, მოლი ააგორეს და ლელო მესამეხზელმა ზვიად მაისურაძემ მიითვალა. ყიასაშვილმა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა გარდასხვა - 26:0.

სამ წუთში "ლელომ" ისევ მოლო გამოიყენა. მათ აუტი ამჯერად ათმეტრიან ხაზთან მოიგეს და ისევ მოლი დაძრეს. დახლოებით 15 მეტრი იარეს და სტუმრებმა წესი დაარღვიეს. მგეზავმა გიორგი ლომინაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. ახლა აუტი ლელოდან ხუთ მეტრში მოაწოდეს, ისევ მოლით მიაწვნენ და შეცვლაზე შესულმა მესამეხაზელმა ბექა სარდანაშვილმა ჩათვლის მოედანში ბურთით შეაღწია. ყიასაშვილმა ესეც გარდასხა - 33:0.

თამაში, ფაქტობრივად, მოგებული იყო. "ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ყველა შეცვლა გამოიყენა. ლელოელები ოდნავ მოდუნდნენ, ამას ისც დაერთო, რომ არბიტრმა მეორეხაზელი ზურაბ ხორბალაძე გაასინბინა, რუმინელებმა ეს გამოიყენეს და ზედიზედ ორი ლელო გაიტანეს - 14:33. ცხადია, საქართველოს ჩემპიონი მოვლენების ასეთ განვითარებას ვერაფრით შეეგუებოდა. "ლელომ" მატჩის 64-ე და 75-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო მიითვალა, რაზეც შუალედში ბუქარესტელებმა ერთით უპასუხეს და თამაშიც საბოლოოდ ყველაზე უხვქულიანი გამოდგა - 45:21.


ლელო-ბუქარესტი 45:21

ლელო (15-9) ყიასაშვილი (ცერცვაძე 55), ჯოგლიძე, ჩხიკვაძე (ანდღულძე 47), მანჯავიძე, გუგავა, ლომინაძე, კაჭარავა (თოფურია 49) (1-8) ლომიძე (ასეიშვილი 47),ჭყონია (მამუკაშვილი 55), სანიკიძე, ხორბალაძე, აზალაძე, კოლელიშვილი (სარდანაშვილი 41), დაუშვილი (მძინარიშვილი 40), ზ.მაისურაძე.
5ლ: აზალაძე (2), ზ. მაისურაძე, ხორბალაძე, სარდანაშვილი. 4გ: ყიასაშვილი (3), ჯოგლიძე. 4ს: ყიასაშვილი.
სინბინი: ხორბალაძე.

ბუქარესტი (15-9) იონი, შუცეუ, ბადეა, ბუდილეანუ, მინკუ, სურჯუ, ზაინეა. (1-8) გროზაკი, ი.მუნტეანუ, დუმიტრუ (იონესკუ 49), მიტროი, ვილკუ, ვასილე (ზაპანი 17), ბელდეანი, კ.მუნტეანუ.
3ლ: ბელდეანი, იონესკუ, ვილკუ. 3გ: მინკუ.

მსაჯი: გ.ჯავახიშვილი (საქართველო)


"ლელომ" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან ტურნირში ყველაზე მეტი ლელოც გაიტანა.

A ჯგუფი: ლელო - 10 ქულა, ოდესა - 4, ბუქარესტი - 1.

B ჯგუფი: ბათუმი XV - 9 ქულა, არადი - 4, ლოკომოტივი - 1.


4 სექტემბერი

V ადგილისთვის
ლოკომოტივი-ბუქარესტი

III ადგილისთვის
კრედო 63-არადი

5 სექტემბერი

ფინალი
ლელო-ბათუმი XV



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული