18 წლის აფრიკელი ქართველი ზალიკო რუხაძე

AutoSharing Option
ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენი, 18 წლის მორაგბე ზალიკო რუხაძე რამდენიმე კვირაა, თბილისშია.

იგი აფრიკაში იანვრის შუა რიცხვებში დაბრუნდება, როცა არდადეგები დაუმთავრდება. მანამდე კი ამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- რო­დის და­იწყე რაგ­ბის თა­მა­ში?
- 10 წლი­დან. უკ­ვე 8 წე­ლი­წა­დია, ვთა­მა­შობ. თა­მა­ში თსუ-ში და­ვიწყე. მე­რე გა­ი­ყო ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი და ჩვენს გუნდს "შე­ვარ­დე­ნი" და­ერ­ქ­ვა. 3 წე­ლი­წა­დი "ჯი­ქე­ბის" სა­ხე­ლით გა­მოვ­დი­ო­დი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­კობ­რივ ჩემ­პი­ო­ნატ­ში ვთა­მა­შობ­დი.

- და, რო­გორც გა­ვი­გე, მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით აფ­რი­კა­ში წახ­ვე­დი, რაც იგი­ვეა, ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი რომ NBA-სკენ მი­ილ­ტ­ვის, აფ­რი­კა ხომ რაგ­ბის ქვე­ყა­ნაა...
- ამი­ტო­მაც
გა­მი­წია გულ­მა აფ­რი­კის­კენ. ჩე­მი მე­გო­ბა­რი სწავ­ლობ­და იქ, შარ­კის რაგ­ბის აკა­დე­მი­ა­ში და მან და­მა­კავ­ში­რა იქა­ურ აგენ­ტებ­თან, მწვრთნე­ლებ­თან. ამ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ რა პო­ზი­ცი­ა­ზეც მინ­დო­და თა­მა­ში, იმ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბი ამ სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­მო­დი­ან.

- რა პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ?
- ქარ­თუ­ლად ამ პო­ზი­ცი­ას კვა­ჭი ჰქ­ვია, ინ­გ­ლი­სუ­რად - ჰუ­კე­რი, 2 ნო­მე­რია.

- ესე იგი, აქ ვერ იკ­ვა­ჭე და იმი­ტო­მაც წახ­ვე­დი აფ­რი­კა­ში?
- დი­ახ, აქ ვე­რა, აფ­რი­კა­ში კი ვიკ­ვა­ჭე.

- იმ აკა­დე­მი­ა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სწავ­ლე­ბა რა დო­ნე­ზეა?
- იქ მხოლოდ რაგ­ბის ას­წავ­ლი­ან, თე­ო­რი­უ­ლა­დაც და პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც, პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­რაგ­ბე­ებს ზრდი­ან.

Sportall.Ge- რო­გორ, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­საც არ იღებ? 18 წლის ბი­ჭის­თ­ვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს?
- სტა­დი­ო­ნი­დან წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ოფის­ში ვერ დაჯ­დე­ბა. ამი­ტომ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნია, მთლი­ა­ნად რაგბის მი­ვუძღ­ვ­ნა თა­ვი, თუნ­დაც რაგ­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი რომ შე­ვის­წავ­ლო ან სპორ­ტის ექი­მი რომ გავ­ხ­დე.

- ამას რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ?
- რომ ჩა­ვე­დი, ენის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. ამი­ტომ წლე­ულს არ ამი­ღია სას­წავ­ლო პროგ­რა­მა. ახ­ლა 19 იან­ვარს მივ­დი­ვარ და უკ­ვე ავი­ღებ.

- ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მძლე­ო­სა­ნი გო­გო­ნა და მას რომ აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა არ ჰქონ­დეს, კო­ლეჯ­ში ვინ გა­ა­ჩე­რებ­და და სპორტს ვინ გა­ა­კა­რებ­და?! აფ­რი­კა­ში რო­გორ არის ამ მხრივ საქ­მე?
- ეს სხვა ქვეყ­ნებ­შიც ასეა, ჩვენ­თან კი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი რაგ­ბია. ჩვენ­თან მთა­ვა­რია, ძლი­ე­რი იყო შენს საქ­მე­ში, რაგ­ბი­ში, და თუ და­მა­ტე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­საც მი­ი­ღებ, ეს შე­ნი პლუ­სია, მაგ­რამ ამა­ზე ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნა არ არის.

- რა სახ­ს­რე­ბით ცხოვ­რობ?
- მე მყავ­და სპონ­სო­რი და პირ­ვე­ლი წე­ლი­წა­დი მან და­მი­ფი­ნან­სა. ახ­ლა კი 70-პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა ავი­ღე აკა­დე­მი­ი­დან და მარ­ტო საკ­ვე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ხარ­ჯო მექ­ნე­ბა გა­და­სახ­დე­ლი. ბი­ნა უფა­სო მაქვს, ისი­ნი ორ­ჯერ გვაჭ­მე­ვენ, მე კი დღე­ში 6-7-ჯერ მა­ინც უნ­და ვჭა­მო.

- ჩახ­ვე­დი აფ­რი­კა­ში და...
- მათ­თან ერ­თად და­ვიწყე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში. ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ 4 თვე­ში მო­ვი­მა­ტე 30 კი­ლო, კვი­რა­ში ორ­ჯერ გავ­დი­ვართ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას.

- ესე იგი, პერ­ს­პექ­ტი­ვა და­ი­ნა­ხეს შენ­ში...
- ალ­ბათ. მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ის იყო, რომ 17 წლის ბი­ჭი წა­ვე­დი მარ­ტო ამ­ხე­ლა გზა­ზე და ვც­დი­ლობ­დი რა­ღა­ცის დამ­ტ­კი­ცე­ბას.

სა­მი ლი­გა ვი­თა­მა­შე - 19, 20 და 21 წლამ­დე ასა­კის ლი­გა, ვთა­მა­შობ­დი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, 70-80 წუთს და მო­ვი­გე სა­მი­ვე ლი­გა.

Sportall.Ge- ანუ კი­დევ ორი წე­ლი­წა­დი შე­გიძ­ლია ასა­კობ­რი­ვებ­ში ითა­მა­შო...
- დი­ახ, ეს ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წლე­ულს ასე­თი გეგ­მა მაქვს, რომ თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­რი­მარ­თა, შე­ვეც­დე­ბი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ მა­ინც ვი­თა­მა­შო უმაღ­ლეს ლი­გა­ში.

- მოგ­ცე­მენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას?
- მომ­ცე­მენ, მაგ­რამ არა 80 წუთს. ალ­ბათ, 35-40 წუთს და­მით­მო­ბენ სა­თა­მა­შო დროს.

- რამ­დე­ნი უცხო­ე­ლი ხართ?
- მარ­ტო მე ვარ უცხო­ე­ლი.

- შე­ნი მე­გო­ბა­რი?
- ერ­თი წლის მე­რე წა­მო­ვი­და იქი­დან. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო მის­თ­ვის ასეთ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა.

- რა პი­რო­ბე­ბია ასე­თი?
- თუნ­დაც ის, რომ 10 თვე მოწყ­ვე­ტი­ლი ხარ ოჯახს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს.

- მე­რე, შენ­თ­ვის არ არის ეს მძი­მე?
- არა, მე თა­ვი­დან­ვე და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, რომ მი­ვაღ­წიო სა­წა­დელს და სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი წა­მოვ­წიე წი­ნა პლან­ზე.

- შენ იქ მოძ­ლი­ერ­დე­ბი, და­ვაჟ­კაც­დე­ბი და შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­შიც მი­გიწ­ვი­ონ. ჩა­მოხ­ვალ?
- რა თქმა უნ­და! მე ხომ აფ­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არ ვი­ღებ. უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­მიშ­ვე­ბენ. ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში რომ გა­მო­მი­ძა­ხონ, შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რ­დ­ნენ, რად­გან ასა­კობ­რი­ვებ­ში ტრავ­მის მი­ღე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა დი­დია. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში კი უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­მიშ­ვე­ბენ.

- მაგ­რამ შე­ნი მომ­ზა­დე­ბის დო­ნის მი­ხედ­ვით, ალ­ბათ, ასა­კობ­რი­ვე­ბი არც გა­მო­გი­ძა­ხე­ბენ, უფ­რო დი­დე­ბის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შე­ნით.
- 2015 წელს უკ­ვე 21 წლის ვიქ­ნე­ბი და დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, იმ წლის მსოფ­ლიოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­თა­მა­შო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

- ჩვე­ნი და აფ­რი­კუ­ლი რაგ­ბის დო­ნეს რო­გორ შე­ა­ფა­სებ?
- ეს არის ცა და დე­და­მი­წა. აფ­რი­კის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ტუ­რის­ტე­ბად იყ­ვ­ნენ ჩა­მო­სუ­ლნი თბი­ლის­ში და ეთა­მაშ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს. ჩა­მოს­ვ­ლი­დან მე­სა­მე დღეს წა­ა­გეს, მაგ­რამ მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში დი­დი ან­გა­რი­შით მო­უ­გეს.

აფ­რი­კა­ში რაგ­ბი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, ისე­ვე, რო­გორც ბრა­ზი­ლი­ა­ში ფეხ­ბურ­თი.

- და­ვუშ­ვათ, აფ­რი­კამ შე­მოგ­თა­ვა­ზა თა­ვის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში...
- აფ­რი­კა ვერ შე­მომ­თა­ვა­ზებს, მაგ­რამ იქ არის ქა­ლა­ქე­ბის ნაკ­რე­ბე­ბი და იქ შე­იძ­ლე­ბა თა­მა­ში. 19 წლამ­დე ნაკ­რებ­ში მაქვს კი­დეც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ მე რომ იქ დავ­რ­ჩე მთა­ვარ ნაკ­რებ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვიყ­ვა­ნო იქა­უ­რი ცო­ლი და მი­ვი­ღო აფ­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

- რა­საც ნამ­დ­ვი­ლად არ გირ­ჩევ. კონ­ტ­რაქტს არ გი­ფორ­მე­ბენ?
- არა, კონ­ტ­რაქ­ტი რომ გა­მი­ფორ­მონ, ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და მომ­ცენ, რაც იქა­ურ თეთ­რ­კა­ნი­ა­ნებ­საც ნაკ­ლე­ბად აქვთ.

აი, თუ შავ­კა­ნი­ა­ნი ხარ, რა დო­ნის მო­თა­მა­შეც უნ­და იყო, მა­ინც გი­ფორ­მე­ბენ კონ­ტ­რაქტს და მთლი­ა­ნად გა­ფი­ნან­სე­ბენ.

რა არის, იცით, კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო? ასე­თი რამ მითხ­რეს: ჩვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არა მხო­ლოდ მო­თა­მა­შე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ყვე­ლაფ­რით ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი უნ­და იყო, ცნო­ბა­დი სა­ხე უნ­და გახ­დე, ფი­ზი­კუ­რად, გა­რეგ­ნუ­ლად ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი უნ­და იყოო.

იმაზე, რომ რაგ­ბი­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო, არ ვსა­უბ­რობთ, ეს თა­ვის­თა­ვა­დო. ანუ, თუ ჩვენს ნაკ­რებ­ში გინ­და თა­მა­ში, ეს მოთხოვ­ნე­ბი უნ­და შე­ას­რუ­ლოო.

- კი მაგ­რამ, 18 წლის ბი­ჭი რო­გორ იქ­ნე­ბი ცნო­ბა­დი სა­ხე?
- საქ­მე ისაა, რომ თუ ორი თა­ნა­ბა­რი ძა­ლის მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ ის, თა­ვი­სი "და­მა­ტე­ბი­თი" ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვო­ბით გა­ყი­დის 5 ბი­ლეთს და შენ მხო­ლოდ ერთს ან ორს, მწვრთნე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას იმას მი­ა­ნი­ჭებს.

ჩვენ გვინ­და შოუ, რომ მო­ვი­დეს ხალ­ხი, რაც ნიშ­ნავს ახალ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, თან­ხას, მოკ­ლედ რომ ვთქვა, ეს მა­თი ბიზ­ნე­სია და არა მხო­ლოდ სპორ­ტი.

- და შენ წახ­ვე­დი ამა­ზე...
- დი­ახ, წა­ვე­დი და ვეც­დე­ბი ყო­ველ­მ­ხ­რივ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვო­ბას.

- ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­გი­მარ­თოს, მაგ­რამ ამ შო­უმ ძა­ლი­ა­ნაც არ ჩა­გით­რი­ოს.
- ვეც­დე­ბი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი ნათესავია :D
საბა მახარაძე
19:58 07-12-2013
0
წარმატებები ქართველო!!!
Beja
02:14 10-12-2012
0

სიახლეები პოპულარული