მილტონ ჰეიგი "შევარდენზე" სპეციალურ შეკრებას აწყობს

AutoSharing Option
14-16 ნოემბერს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე სპეციალური შეკრება მოეწყობა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ამპლუის მორაგბეებისთვის.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საგანგებო ტრენინგს ჩაუტარებს 9, 10 და 15 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებს.

შეკრებაზე გამოძახებულია 25 მორაგბე, რომლებიც თავიანთ კლუბებში 9 (შერკინების გამთამაშებელი), 10 (ხაზის გამთამაშებელი) და 15 (მცველი) ნომრების პოზიციაზე თამაშობენ. მწვრთნელები შეამოწმებენ მათ ფიზიკურ ფორმას და იმუშავებენ სხვადასხვა უნარის ამაღლებაზე.

ეს ამპლუები რამდენადმე პრობლემატურად საქართველოში ითვლება და არსებობს მოსაზრება, რომ ამ პოზიციის მორაგბეები საქართველოს ნაკრებში შედარებით სუსტ რგოლს წარმოადგენენ.

ჰეიგს ასისტენტობას
გაუწევს რამდენიმე სპეციალისტი, მათ შორის, ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები. "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი შეადგინა.

პრაქტიკული ვარჯიშების გარდა, იგი თეორიულ მეცადინეობასაც გამართავს და დეტალურად განიხილავს ამ პოზიციის მოთამაშეთათვის სპეციფიკურ სათამაშო ნიუანსებს.

შეკრებაზე გამოძახებულები არიან: ბიძინა სამხარაძე, რამაზ ჯინაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა ნადირაძე, ვასილ ლობჟანიძე, დავით გულითაშვილი, ლევან გოგია, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, რევაზ ბროძელი, გიორგი ბასილაია, გიორგი ტალახაძე, ირაკლი ყიასაშვილი, საბა ნიკოლავა, ბახვა კობახიძე, გიორგი აფციაური, იოსებ კიკვაძე, ბექა წიკლაური, ირაკლი სვანიძე, შავლეგ მახარაშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი ჭინჭარაული, გოდერძი ჭინჭარაული.

მილტონ ჰეიგს ასისტენტობას გაუწევენ: ილია მაისურაძე, დონ კასკი, ზურაბ ამონაშვილი, ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგი: მაქვს ამ­ბი­ცია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ისე მო­ვამ­ზა­დო, რომ ტონ­გელ­თა და­მარ­ცხე­ბა შე­ვ­ძ­ლოთ
არგენტინა - ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სა­რაგ­ბო ერი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგია
დუდუ
00:18 15-12-2012
0
ეს კაცი ყველაფერს აკეთებს ჩვენი რაგბის განვითარებისათვის. დაფასებაა საჭირო
giorgi
00:47 15-12-2012
0

სიახლეები პოპულარული