თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდმა "არმიამ" 4 თებერვალს სპარინგ-მატჩები გამართა რუსეთის ჩემპიონ გუნდ "ენისეისა" და რუსეთის უმაღლესი ლიგის გუნდ "აგროსთან".
შეხვედრები მოდიფიცირებული წესებით, ჯამში 3 ნახევარსაათიან ტაიმად ჩატარდა.
"არმიამ" და "ენისეიმ" გენერალური რეპეტიცია გაიარეს 7 თებერვლის ამხანაგური თამაშისთვის, რომელიც თურქეთის ქალაქ ბელეკში გაიმართება.